LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2018 წლის 10 მთავარი ფილმი, რომელსაც მსოფლიო ელოდება

Three Billboards Outside Ebbing, Missouri / სამი სარეკლამო დაფა ებინგის საზღვარზე, მისური

ეს არის წლის ყველაზე ხმაურიანი კინოსურათი, რომელიც უკვე გახდა „ოქროს გლობუსის“ ტრიუმფატორი. ფილმი გენიალურმა მარტინ მაკდონმა გადაიღო და ის შვილმკვდარი დედის ისტორიას გვიყვება. ფრენდის მაქდორმანის გმირი სამართალდამცავებთან დაპირისპირების ფონზე ცდილობს მათ შვილის მკვლელობის საქმის გახსნა აიძულოს.

Fifty Shades Freed / თავისუფლების 50 ელფერი

ცნობილი ეროტიკული ფილმის გაგრძელება, სადაც კვლავ ვიხილავ ჯეიმი დორნანსა და დაკოტა ჯონსონს. ცნობილი წყვილის ისტორია ქორწილის შემდეგად გრძელდება, თუმცა ბედნიერ ცხოვრებას ხელს წარსულის შეცდომები უშლის.

Phantom Thread / ფანტომური ძაფი

ტიტულოვანი რეჟისორის, პოლ ტომას ანდერსონის ახალი ფილმი ნიჭიერი დიზაინერისა და ახალგაზრდა გოგონას სიყვარულის ისტორიაზეა დაფუძნებული, რომელიც 50-იანი წლების ლონდონში ვითარდება.

In the Fade / ზღვარზე

„ოქროს გლობუსისა“ და კანის კინოფესტივალის კიდევ ერთი ტრიუმფატორი ფილმი, რომელიც რეჟისორმა ფატიხ აკინმა გადაიღო. ფილმი ახალგაზრდა ქალის ისტორიას გვიყვება, რომელიც ტერაქტში გარდაცვლილი მეუღლისა და მცირეწლოვანი შვილის სიკვდილის მომსწრე ხდება. ამ ფილმში შესრულებული როლისთვის დაიან კრუგერი ოქროს პალის რტოს მფლობელიც გახდა.

The Post / საიდუმლო დიკუმენტები

სტივენ სპილბერგის ახალი ფილმი The Washington Post-ისა და The New York Times-ის ჟურნალისტების დაპირისპირებაზე გვიყვება. კინოსურათი გამორჩეულია იმითაც, რომ მასში მთავარ როლებს მერილ სტრიპი, სარა პოლსონი და ტომ ჰენქსი ასრულებენ.

Tomb Raider /  ტომბ რაიდერი

ლეგენდარული ბლოქბასტერის ახალი ვერსია, სადაც მაყურებელი ანჯელინა ჯოლის ნაცვლად მთვარ როლში ალისია ვიკანდერს იხილავს. ფილმის სიუჟეტის მიხედვით, მთავარი გმირი გაუჩინარებული მამის კვალს ეძებს.

Mary Magdalene / მარიამ მაგდალინელი

ბიბლიური ისტორიის კიდევ ერთი ეკრანიზაცია და მარიამ მაგდალინელის ისტორია, რომელსაც ამჯერად რუნი მარა განასახიერებს. ფილმის რეჟისორი გარტ დევისია.

Ocean’s 8 / ოუშენის 8 მეგობარი

პროექტი, რომელმაც A კლასის ვარსკვლავებს მოუყარა თავი. მათ შორის არიან სანდრა ბალოკი, სარა პოლსონი, ენ ჰეთეუეი, რიანა, ქეით ბლანშეტი და დაკოტა ფენინგი. ფილმი ახალგაზრდა ქალის, დების ისტორიას გვიყვება, რომლებიც, მეგობრებთან ერთად, მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ძარცვის ორგანიზებას გეგმავენ.

MAMMA MIA! HERE WE GO AGAIN / მამა მია

ბოლო დროის ყველაზე პოპულარული მიუზიკლის გაგრძელება, რომელიც  ABBA-ს სიმღერების მიხედვით არის შექმნილი. ფილმის მეორე ნაწილში ძველ მსახიობებს უცვლელად ვიხილავთ, კინოპროექტს მერილ სტრიპი გამოეთიშა, სამაგიეროდ ფილმის გადამღებ ჯგუფს შერი და ლილი ჯეიმსი უერთდებიან.

Mary Poppins Returns / მერი პოპინსი ბრუნდება

ყველასთვის საყვარელი ისტორიის ახალი ეკრანიზაცია, რომელშიც მთავარ როლს ემილი ბლანტი ასრულებს. კინოსურათში ასევ მერილ სტრიპსა და კოლინ ფერტს ვიხილავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები