LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2018 წლის 5 ყველაზე მოდური ფილმი

„ოუშენის რვა მეგობარი“ (Ocean’s 8) – გარი როსის „ოუშენის რვა მეგობარი“ (სტივენ სოდერბერგის „ოუშენის 11 მეგობრის“ ერთგვარი ქალური ვერსია) რიანას, სანდრა ბულოკის, ენნ ჰეტეუეის, ქეით ბლანშეტის, ჰელენა ბონემ კარტეტის, დაკოტა ფანინგის, სარა პოლსონის და მინდი კეილინგის მონაწილეობით, სავარაუდოდ ერთ-ერთ ყველაზე ვარსკვლავურ ფილმად უნდა იქცეს კინოს ისტორიაში. კრიმინალური კომედიის მთავარი მოქმედი გმირი დენი უოშენის საპატიმროდან გათავისუფლებული და – დებია, რომელიც The Costume Institute-ს ცნობილი მეჯლისიდან ავანტიურისტ მეგობრებთან ერთად ცდილობს უძვირფასესი ბრილანტის ყელსაბამის გატაცებას.

„უხილავი ძაფი“ (Phantom Thread) – პოლ ტომას ანდერსონის ახალი ფილმის მოქმედება 1950-იანი წლების ლონდონში ვითარდება, მთავარი მოქმედი გმირები კი, ბრიტანელი კუტურიე რეინოლდს ვუდკოკი და მისი და სესილი არიან, რომლებიც ლონდონის მაღალი წრის წარმოამდგენლების მოდური იმიჯზე შექმნაზე ზრუნავენ.

„ჯანი ვერსაჩეს მკვლელობა: დანაშაულის ამერიკული ისტორია“ (The Assassination of Gianni Versace: American Crime Story) – როგორც ამბობენ, ფილმისთვის მზადებისას, პენელოპა კრუსი პირადად შეხვდა დონატელა ვერსაჩეს და მეტყველების სპეციალური კურსიც გაიარა საკუთარი პერსონაჟის თვითმყოფადი აქცენტის ასათვისებლად. ბევრად რთული აღმოჩნდა  კოსტუმების შექმნა, რადგან Versace-ს მოდის სახლმა კატეგორიული უარაი თქვა პროექტში მონაწილეობაზე. თუმცა, ფილმის მხატვარმა ლუ ეირიჩმა მაინც შეძლო რთული ამოცანისთვის თავის გართმევა და მოდელების ნაწილი საკმაოდ ძვირად შეიძინა, ნაწილი კი, საკუთარ ჯგუფთან ერთად შექმნა.

„ანდრეას სახარება“ (The Gospel According to André) – „მე არ ვცხოვრობ მოდისთვის. მე სტილისთვის და სილამაზისთვის ვცხოვრობ“, – სწორედ ამ ფრაზით იწყება კეიტ ნოვაკის დოკუმენტური ფილმი Vogue-ის ყოფილ კრეატიულ დირექტორზე ანდრე ლეონე ტელიზე, რომელიც მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ, თუმცა ექსცენტრიულ პერსონაჟად ითვლება. ტელის ისტორიის გახსენება ფილმში მისმა უახლოესმა მეგობრებმა ანა ვენტურიმ, დიანა ფონ ფიურსტენბერგმა და ვუპი გოლდბერგმა, მანოლო ბლანიკმა, ტომ ფორდმა და 85 წლის ვალენტინო გარავანიმ გადაწყვიტეს, რომელიც ბოლო დროს მაქსიმალურადც ერიდება საზოგადოებაში გამოჩენას.

„ბილის დრო“ (The Time of Bill) – რეჟისორის მარკ ბოზეკის განცხადებით, ცნობილ ფოტოგრაფზე ბილ კანინგემზე ფილმის გადაღება, რომლის სცენარს 25 წლის წინ ჩაწერილი აუდიომასალა დაედო საფუძვლად, მისი გარდაცვალების დღეს დაიწყო. ტექსტს ფილმში სარა ჯესიკა პარკერი კითხულობს, ანიმაციაზე კი, რომელიც ფილმში საარქივო მასალასთან გაერთიანდა, მხატვარ-ილუსტრატორმა რუბენ ტოლედომ იმუშავა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები