LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2018 წლის ბიუჯეტის წარმოდგენილ ვერსიაში პენსიების მოცულობა გაზრდილი არ არის

38

2018 წლის ბიუჯეტის პროექტში პენსიების მოცულობა გაზრდილი არ არის, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველად ვარიანტზე საუბრისას პენსიებისა და მასწავლებლების ხელფასების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“რაც შეეხება ზრდას სხვადასხვა უწყებებში, კერძოდ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ზრდა არის დაახლოებით, 572 მილიონი ლარის ოდენობით, ჯანდაცვის სამინისტროში – 109 მილიონი ლარი და განათლების სამინისტროში კი – 60 მილიონი ლარი. ხელფასების ნაწილში, შრომის ანაზღაურების ფონდი თითქმის იგივეა, რაც 2017 წელს იყო. მოგეხსენებათ, რომ 2016 წელთან შედარებით 2017 წელის 9 თვის მონაცემებით აღნიშნული მაჩვენებელი მნიშვნელოვნადაა შემცირებული”, – განაცხადა კაკაურიძემ.

რაც შეეხება პენსიების ნაწილს, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2018 წლის ბიუჯეტის წარმოდგენილ ვერსიაში პენსიების მოცულობა გაზრდილი არ არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები