LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2018 წლის ბიუჯეტით, პენსიის ზრდა გათვალისწინებული არ არის – გიორგი კაკაურიძე

63

მომავალი წლის ბიუჯეტი პენსიის ზრდას არ ითვალისწინებს.

ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ, საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, სადაც 2018 წლის ბიუჯეტს განიხილავდნენ.

პენსიების საკითხით საკომიტეტო მოსმენაზე “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი სალომე სამადაშვილი დაინტერესდა.

“გასულ წელს გაიზარდა, წელს არ გაზრდილა ნამდვილად, მომდევნო წლის ბიუჯეტშიც არ არის გათვალისწინებული. მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო წლის ბიუჯეტი 949 მილიონი ლარით არის გაზრდილი, სამწუხაროდ, არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ პენსია გავზარდოთ,” -განაცხადა კაკაურიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები