LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2018 წლის ფილმები, რომელთა თრეილერები პირველად სუპერბოულზე აჩვენეს (ვიდეო)

წითელი ბეღურა / Red Sparrow

რეჟისორ ფრენსის ლოურენსის ახალი ფილმი, რომელიც ჯეისონ მეთიუსის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით გადაიღეს. ფილმის პრემიერა 2018 წლის 2 მარტსაა დაგეგმილი. კინოსურათი კი რუსული სადაზვერვო სამსახურის ჯაშუშისა და ამერიკელი საიდუმლო აგენტის ურთიერთობაზე  გვიყვება. ფილმში მთავარ როლს ჯენიფერ ლოურენსი ასრულებს.

შეუსრულებელი მისია: შედეგები / Mission: Impossible — Fallout

ლეგენდარული ფილმის მეექვსე ნაწილი, სადაც მთავარ როლში კვლავ ტომ კრუზსს ვიხილავთ. ფილმი ეკრანებზე 27 ივნისს გამოვა.

შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი / Avengers: Infinity War

ამერიკული ფილმი Marvel Comics-ის პერსონაჟების შესახებ. ფილმი არის 2012 წლის „შურისმაძიებლების“ და 2015 წლის „ულტრონის ეპოქის“ გაგრძელება და რიგით მე-19 Marvel-ის კინოსამყაროში. კინოსურათი ეკრანებზე 4 მარტს გამოდის და მასში მთავარ როლებს რობეტრ დაუნი უმცროსი, ჯოშ ბროლინი, მარკ რუფალო, ტომ ჰიდლსტონი, სკარლეტ იოჰანსონი და სხვა ვარსკვლავები ასრულებენ.

სოლო: ვარსკვლავური ომების ამბავი / Solo: A Star Wars Story

მომავალი ამერიკული ფილმი, რომლის მთავარი პერსონაჟია ჰან სოლო, „ვარსკვლავური ომების“ ფრენჩაიზიდან. სურათი ცალკე ამბავს აღწერს, რომელიც 1977 წლის ორიგინალურ ფილმამდე მიმდინარეობს. სოლოს როლს ასრულებს ოლდენ ერენრაიხი, სხვა როლებს კი – ვუდი ჰარელსონი, ემილია კლარკი, დონალდ გლოვერი, თენდი ნიუტონი, ფიბი უოლერ-ბრიჯი და იონას სუოტამო.

იურული პერიოდის პარკი 2 / Jurassic World: Fallen Kingdom)

ფილმი, რომლის პრემიერაც 22 ივნისაა დაგეგმილი, ცნობილი სათავგადასავლო ამბის გაგრძელებაა. სიუჟეტის მიხედვით, კინოსურათში მოვლენები იურული პარკის შესახებ გადაღებული ფილმიდან 4 წელიწადში ვითარდება.

მშვიდი ადგილი / A Quiet Place

ჯონ კარსინკის საშინელებათა ჟანრის ფილმი, სადაც მთავარ როლს ემილი ბლანტი ასრულებს. კინოსურათი ოჯახის ისტორიას გვიყვება, რომელიც ფერმაში ცხოვრობს და ზებუნებრვ ძალებს ებრძვის

 ველური დასალეთის სამყარო. მეორე სეზონი / Westworld

გასული წლის ყველაზე პოპულარული ამერიკული სერიალის გაგრძელება, რომლის გამოსვლასაც მაყურებელი დიდი ხანია ელის. ფილმმა კრიტიკოსების მხრიდან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და გასული წლის სერიალებს შორის ყველზე მაღალი რეიტინგიც დაწერა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები