LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის VIP ბილეთები გაყიდულია

40

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის VIP-ბილეთები 1,85 მილიონ ევროდ გაიყიდა, ყველაზე ძვირადღირებული პაკეტი 2,4 მილიონი ღირს.

ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტის ცნობით, ბილეთების ღირებულება წინა ჩემპიონატების მსგავსად თითქმის არ შეცვლილა. ბილეთების ნაწილი ”დიდი სამეულის” პაკეტის სახით იყიდება, რომელიც ითვალისწინებს საუკეთესო ადგილებს 19 მატჩზე მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში, მათ შორის გახსნით შეხვედრაზე, ორივე ნახევარფინალსა და ფინალზე. ყველაზე იაფი ელიტური ბილეთების ფასი 750 დოლარიდან იწყება.

მოგეხსენებათ, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში რუსეთში 14 ივნისიდან 15 ივლისამდე გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები