LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2018 წლის მთავარი სერიალები, რომელიც ყველა მოლოდინს გადააჭარბებს

387

2018 წელს ეკრანებზე ერთდროულად რამდენიმე საინტერესო სერიალი გამოდის, თუმცა, კინოს ექპერტები იმედებს მხოლოდ რამდენიმე მათგანზე ამყარებენ. კინომანები და კრიტიკოსები ფიქრობენ, რომ სწორედ fortuna.ge-ს მიერ წარმოდგენილი 10 სერიალი შეძლებს მაყურებლის გულის მოგებას და უმაღლეს რეიტინგსაც დაწერს.

სხვა მხარეს / Counterpart

ეს პროექტი განსაკუთრებით მოეწონებათ სერიალ „სამშობლოს“ მაყურებლებს. სიუჟეტის მიხედვით, ცივი ომის პერიოდში, ერთ-ერთი სამეცნიერო ექპერიმენტის შედეგად იქმნება პარალეულრი სამყარო. ფილმის გმირები, სპეცსამსახურის თანამშრომელი და ახალგაზრდა აგენტი პარალელურ სამყაროში სერიული მკვლელის შეჩერებას ცდილობენ, რომ მან რეალურ სამყაროში გადმოსვლა ვერ შეძლოს. სერიალში მთავარ როლს ჯეი კეი სიმონსი ასრულებს.

ალიენისტი / The Alienist

ეს სერიალი განსაკუთრებით დააინტერესებთ დეტექტივის მოყვარულებს. სერიალში მოვლენები  1896 წელს ვითარდება და მასში მოქმედი გმირები ცნობილი ფსიქოლოგი, ჟურნალისტი და პოლიციელი ქალი არიან. გუნდი ცდილობს მიაგნოს სერიულ მკვლელს, რომელიც სულ უფრო უმართავი ხდება. ახალ პროექტში მთავარ როლებს დანიელ ბრიული, ლუკ ევანსი და დაკორა ფენინგი ასრულებენ.

ბნელი კოშკი / Looming Tower

სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს იქნება 2018 წლის ყველაზე სკანდალური სერიალი. ფილმი მოგვიყვება იმის შესახებ, როგორ ცდილობს ფედერალური საგამოძიებო ბიური სპეცსამსახურებთან ერთად ბილ ლადენის ლიკვიდაციას. ერთმანეთს შორის უნდობლობა და ინტრიგები კი საქმეს ყოველთვის აფუჭებს. სერიალში მთავარ როლებს ჯეფ დენიელსი და ალეკ ბოლდუინი ასრულებენ.

ბარი / Barry

HBO-ს ახალი  სერიალი, რომლის გმირიც საკუთარ თავში დაკარგული ადამიანია. ის ფულის გამო ადამიანებს კლავს, ხოლოს დღისით სამსახიობო ხელოვნებას ეუფლება. მთავრი გმირი ხვდება, რომ მსახიობობა მისი მოწოდებაა, თუმცა ცხოვრების მეორე მხარეს მას ოცნების ასრულების საშუალებს არ აძლევს.

 მჭრელი საგნები / Sharp Objects

ამბობენ , რომ ეს სერიალი ძალიან ჰგავს გასული წლის ყველაზე პოპულარულ სატელევიზიო შოუს, „დიდი პატარა ტყულები“. სერიალის მთავარი გმირი კრიმინალური რეპორტიორია, რომელმაც ბოლო წლები ფსიქიატრიულ კლინიკაში გაატარა. ის საკუთარ ქალაქში ბრუნდება, რათა ორი გოგონას საიდუმლოებით მოცული მკვლელობის ამბავი გამოიძიოს. სერიალში მთავარ როლს ემი ადამსი ასრულებს.

 მანიაკი / Maniac

Netflix-ის ახალი სერიალი „ნამდვილი დეტექტივის“ შემქნელებისგან უდაოდ მიიქცევს თქვენს ყურადღებას თუნდაც სამსახიობო ანსამბლის გამო. პროექტში მთავარ როლებს ემა სთოუნი და ჯონ ჰილი ასრულებენ. სერიალის გმირები კი ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტები არიან, რომლებსაც მდიდარი ფანტაზია აქვთ.

 პატრიკ მერლოუზი / Patrick Melrose

ხუთ სერიანი დრამატული კინოფილმი, სადაც მთავარ როლს ბენედიქტ კამბერბეტჩი ასრულებს. მთავარი გმირი ბავშობის ტრამვების შემდეგ ალკოჰოლზე დამოკიდებული ხდება. ის ცდილობს მამის აჩრდილისგან გათავისუფლდეს და ახალი ცხოვრება დაიწყოს.

 კასლ-როკი /  Castle Rock

ქალაქის სახელი სტივენ კინგის რომანების მიხედვით არის აღებული. სწორედ კასლ-როკში ვხვდებით მოვლენების განვითარებას სტივენ კინგის ბევრ რომანში. სერიალი არაა კინგის რომელიმე რომანის ეკრანიზაცია. ცნობილია, რომ ეს იქნება სერიალი-ანტოლოგია, რომლის თითოელი სეზონი ერთ კონკრეტულ ამბავს დაასრულებს.

 ინსტიქტი / Instinct

სერიალი ცენტრალური სადაზვერვო აგენტის შესახებ გვიყვება, რომელიც პენსიაზე გასვლის შემდეგ ფსიქოლოგიით ინტერესდება და უნივერსიტეტში ლექციების კითხვას იწყებს. ერთ მშვენიერ დღეს მასთან პოლიციელი მოდის და მანიაკის დაჭერის საქმეში დახმარებას სთხოვს. ალან კამინგის გმირის ცხოვრებაში ყველაფერი თავდაყირა დგება.

 ჯეკ რაიანი / Tom Clancy’Jack Ryan

ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ანალიტოკოსის, ჯეკ რაიანის გმირი ტომ კლენსიმ ჯერ კიდევ 1984 წელს შექმნა. რომანის ეს გმირი მკითხველს ისე შეუყვარდა, რომ ჯეიკის შესახებ ავტორს 9 ახალი წიგნის დაწერა მოუწია. სხვადასხვა დროს ჯეიკ რაიანის გმირი ეკრანებზე ალეკ ბოლდუინმა, ჰარისონ ფორდმა, ბენ აფლეკმა და კრის პაინმა განასახიერეს. ამჯერად მთავარ როლში ჯონ კრასინკის ვიხილავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები