LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2018 წლის საუკეთესო სერიალები

884

მართალია, 2018 წელს უამრავი მხიარული კომედია, რომანტიკული მელოდრამა და მძაფრსიუჟეტიანი ტრილერი გამოვიდა, მაგრამ განსაკუთრებული მოწონება მაინც სერიალებმა დაიმსახურეს, რომელთა შემქმნელებმა მაყურებელს რამდენიმე სერიად გაგრძელებული ისტორიები შესთავაზეს.

„დანაშაულის ამერიკული ისტორია: ჯანი ვერსაჩეს მკვლელობა“ (The Assassination of Gianni Versace: American Crime Story) – პოპულარულ სერიალის ავტორებმა შეერთებული შტატების პოლიციის ყველაზე სამარცხვინო საქმე გაიხსენეს და მაყურებელს სერიული მკვლელის ენდრიუ კიუნენის ისტორია მოუთხრეს, რომელმაც სახელი იტალიელი დიზაინერის ჯანი ვერსაჩეს მკვლელობით გაითქვა.

„მეორე მხარე“ (Counterpart) – მართალია, ასაკოვანი ჰოვარდ სილკი წლებია მუშაობს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, რას საქმიანობს მისი კომპანია და მხოლოდ პენსიაზე გასვლის წინ იგებს, რომ მისი კანტორა არა მხოლოდ პარალელურ განზომილებაში „მოგზაურობას უზრუნველყოფს“, არამედ თავადაც ჰყავს, ორეული, რომელსაც მისი დახმარება სჭირდება.

„ტრაგედია უეიკოში“ (Waco) – ტრილერი, რომელიც რეალურ მოვლენებზე შეიქმნა, მაყურებელს 1990-იანი წლების ცნობილი ინციდენტზე მოუთხრობს, როცა  გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტების და რელიგიური სექტის „დავითის რტო“ დაპირისპირება ნამდვილ სისღლისმღვრელ ომში გადაიზარდა.

„კარგი გოგონები“ (Good Girls) – კრიმინალური კომედიაში პატარა ქალაქის სამ დიასახლისზეა მოთხრობილი, რომლებიც მუდმივი მომჭირნეობით და ფინანსური ვალდებულებებით შეწუხებული, სუპერმარკეტის ძარცვას გეგმავენ, თუმცა არ უმართლებთ, რადგან წორედ მათ მიერ გაძარცვულ მაღაზიას მფარველობს ადგილობრივი მაფია.

„მოჩვენებითი კოშკი“ (The Looming Tower) – პულიცერის პრემიით აღნიშნული, ლოურენს რაითის  რომანის The Looming Tower: Al-Qaeda and the Road to 9/11მოტივებზე შექმნილმა სერიალმა ამერიკული სპეცსამსახურების და ალ-ქაიდას კონკურენციაზე, რომლებიც ცნობილი ტერორისტის ბინ ლადენის შეპყრობას ცდილობენ, პრემიერამდე დაიმსახურა კრიტიკოსების მოწონება.

„ნდობა“ (Trust) – ბიოგრაფიული სერიალი პოპულარული ფილმის „მსოფლიოს მთელი ფული“ ტელევერსიაა და მაყურებელს ცნობილ მილიარდერზე პოლ გეტი მესამეზე მოუთხრობს, რომელმაც უზარმაზარი ქონების მიუხედავად, უარი თქვა გატაცებულ შვილიშვილში გამოსასყიდის გადახდაზე.

„უდანანაშაულობის გამოცდა“ (Ordeal by Innocence) – აგატა კრისტის რომანის ეკრანიზაციაში პოლისმენები მორიგი მკვლელობის გახსნას ცდილობენ, მთავარი ეჭვმიტანილი კი, ცნობილი ფილანტროპის შვილი ჯეიკ არგაილია, რომელსაც დედინაცვლის მკვლელობა ედება ბრალად.

„კონდორის სამი დღე“ / „კონდორი“ (Condor) – 1975 წლის ცობილი ჯაშუშური დეტექტივის ტელევერსიაში, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ახალგაზრდა აგენტი ჯერ კოლეგების მკვლელობის შემთხვევითი მოწმე ხდება, მერე საერთაშორისო სკანდალში ჩათრეული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები