LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2019-2020 წლებში პენსიების ზრდა იგეგმება

182

2019 წელს – 20 ლარით და 2020 წელს კიდევ 20 ლარით გაიზრდება პენსიები, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პლენარულ სხდომაზე, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა.

„მოგეხსენებათ, რომ ძალიან მალე საქართველოს პარლამენტში შემოვა საპენსიო რეფორმის კანონი. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს გამიზნული, რომ აღნიშნულ კანონში იქნება საბაზისო პენსიაზე ინდექსაციის ჩანაწერი. თუმცა ვიდრე ჩვენ ინდექსაციის ჩანაწერს განვიხილავთ, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტში მიმდინარე ხარჯების ნაწილში წარმოდგენილიც იყო, როდესაც ჩვენ საშუალოვადიანი ბიუჯეტი წარმოვადგინეთ, რომ 2019 და 2020 წელს ინდექსაციის მეთოდით 2019 წელს – 20 ლარით და 2020 წელს – 20 ლარით გაიზრდება პენსიები“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

მინისტრის თქმით, პენსიის მატების შესახებ გადაწყვეტილებით მთავრობამ არჩევნებამდე ”პოპულისტურად არ ისარგებლა”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები