LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2019 წლის ბიუჯეტი 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე დაიგეგმა

104

2019 წლის ბიუჯეტი ფინანსთა სამინისტრომ 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე დაგეგმა. ბიუჯეტის პირველადი პროექტის კონსერვატიული მიდგომით დაგეგმვა სამინისტრომ რეგიონში მიმდინარე ეკონომიკური ვითარების ფონზე გადაწყვიტა.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, პირველადი პროექტის გადამუშავების შემდეგ, შესაძლოა, მშპ-ს ზრდის მაჩვენებელი გადაიხედოს.

ბიუჯეტის დეფლატორი 3.5%-ი იქნება, 2018 წლის 4.5%-ის შემდეგ, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში ინფლაცია 3%-ის ფარგლებშია. საბიუჯეტო დეფიციტი კი 2.8%-დან 2.6%-მდე მცირდება. ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები, 2018 წლის ბიუჯეტის პირველად პროექტთან შედარებით, 1 მლრდ ლარით იზრდება, 11.2 მლრდ ლარამდე. ასევე იზრდება საგადასახადო შემოსავლები 10.26 მლრდ-დან 10.5 მლრდ ლარამდე.

ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტის მოცულობა 12.729 მლრდ ლარი იქნება (+270 მლნ ლარი).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები