LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2019 წლისთვის საქართველოში არსებული ნაგავსაყრელები დაიხურება

110

კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ევროსტანდარტების შესაბამისი რეგიონული ნაგავსაყრელები მოეწყობა. პროექტის სრული მასშტაბით ამოქმედება 2019 წლისთვის არის დაგეგმილი. ამის შესახებ საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული.

სამეგრელო-ზემო სვანეთში ნაგავსაყრელის ასაშენებლად საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდება. ახალი ნაგავსაყრელების პროექტის განხორციელებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას. არსებული ნაგავსაყრელები კი სტანდარტების შესაბამისად დაიხურება.

პროექტის პარტნიორია საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია(SWMCG), ხოლო მხარდამჭერია გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, რომელიც საქართველოს მთავრობას ნარჩენების მართვის მხრივ ვითარების გაუმჯობესებაში ეხმარება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები