LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2021 წლამდე პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის ხელფასების ზრდა შეზღუდულია – დიმიტრი ქუმსიშვილი

46

2021 წლამდე პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის ხელფასების ზრდა შეზღუდულია.

ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, სადაც 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.  განხილვისას მას კითხვა თანამდებობის  დაუსვეს

„რაც შეეხება პოლიტიკურ თანამდებობის პირებს, ეს ზუსტად ვიცი, რომ 2021 წლამდე პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის შეზღუდულია ხელფასების ზრდა, ანუ რაც წელს გვექნება, ის ექნება 2021 წლისთვის პოლიტიკური თანამდებობის პირებს. მხოლოდ 2021 წლიდან იქნება შესაძლებელი ის, რომ მათ აუმოქმედდეთ კოეფიციენტები,“ – განაცხადა ქუმსიშვილმა. ხელფასებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები