LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

21 580 ლარი ნაგვის დაყრისთვის: ინსპექტორებმა 202 ადამიანი დააჯარიმეს

87

20 აპრილიდან დღემდე,თბილისის ქუჩებში ნაგვის დაყრის გამო, „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორებმა 202 ადამიანი დააჯარიმეს. ოქმების უმეტესობა (197 ოქმი) ფიზიკურ პირზეა გამოწერილი, ხოლო 5 იურიდიულ პირზე.

დედაქალაქის დანაგვიანებისთვის ინსპექტორების ჯგუფმა სულ 61 უცხოეთის მოქალაქე დააჯარიმა.

გამოწერილი ჯარიმების საერთო ღირებულება 21 580 ლარია. მათი უმეტესობა 80 ლარიანია და 2 კგ–მდე მუნიციპალური ნარჩენის დაყრისთვის გამოიწერა.

“თბილსერვის ჯგუფის” ინფორმაციით, მოქალაქეები ძირითადად, სიგარეტის ნამწვავების ქუჩაში გადაგდების გამო ჯარიმდებიან.

„თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორები დედაქალაქში 3 აპრილიდან გამოჩდნენ. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორები თბილისის ტურისტულ და ხალხმრავალ ადგილებში წყვილში მოძრაობენ. სპეციალური უნიფორმის გარდა, ისინი აღჭურვილი არიან თანამედროვე ტიპის დამხმარე საშუალებებით – პლანშეტებით, ფოტოაპარატებით და სამხრე კამერებით, რათა თავიდან იქნას აცილებული კონფლიქტური სიტუაციები. ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, გარემოს დაბინძურების შემთხვევაში “თბილსერვის ჯგუფის” ინსპექცია უფლებამოსილია შეადგინოს საჯარიმო ოქმი.

ინსპექტორების გამოჩენას პირველი ორი კვირის განმავლობაში მხოლოდ ინფორმაციული სახე ჰქონდა – ისინი მოქალაქეებს აფრთხილებდნენ, ინფორმაციას აწვდიდნენ სანქციებთან დაკავშირებით და მათ მიერ დაყრილი ნარჩენის ურნაში ჩაყრისკენ უთითებდნენ.

„თბილსერვის ჯგუფი“ ინსპექციამ სხვადასხვა სახის ნარჩენით გარემოს დაბინძურებისთვის მოქალაქეების დაჯარიმება 20 აპრილიდან დაიწყო.

 

თამთა უთურგაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები