LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა

894

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. ამ დღეს მთელ მსოფლიოში ადამიანები, რომლებსაც აქვთ დაუნის სინდრომი და ასევე, ისინი, ვინც მუშაობენ და ცხოვრობენ მათთან, ერთიანდებიან და მართავენ ღონისძიებებს, რომელთა მთავარი მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა უფლებების დაცვაა.

დაუნის სინდრომი 21-ე ქრომოსომის ტრისომიით (ანომალია) გამოწვეული გენეტიკური მდგომარეობაა, რომელიც ადამიანებში იწვევს ინტელექტუალურ შეზღუდულობას. შემთხვევები გვხვდება მსოფლიოს ყველა რეგიონში და მისი გამომწვევი მიზეზები ამ დრომდე უცნობია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ სინდრომით ყოველწლიურად 3 000-დან 5 000–მდე ბავშვი იბადება საქართველოში, 2013 წელს 0-5 წლამდე ბავშვებში რეგისტრირებული იყო 40 შემთხვევა, ინციდენტობა 0-1 წლამდე ასაკის ბავშვებში იყო 12.1/100 000, ხოლო 0-5 წლამდე ბავშვებში შეადგენდა 11.8/100 000.(2)

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღსანიშნავად მე-3 თვის 21-ე დღის არჩევის მიზეზი გახდა 21-ე ქრომოსომის ტრისომიის უნიკალურობისათვის ხაზგასმის სურვილი. სწორედ ეს გენეტიკური ცვლილება იწვევს დაუნის სინდრომის განვითარებას.

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე პირველად 2006 წელს აღინიშნა. 2011 წლის დეკემბერში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გამოაცხადა და მოუწოდა გაეროს წევრ ყველა ქვეყანას, აგრეთვე მის სტრუქტურაში შემავალ სააგენტოებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო სექტორის აქტივისტებს 2012 წლიდან მომხდარიყო მისი ყოველწლიური აღნიშვნა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები