LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

21 ოქტომბერს ესპანეთის მთავრობა კატალონიის ავტონომიის გაუქმების თაობაზე იმსჯელებს

38

155-ე მუხლი  ავტონომიის გაუქმებას გულისხმობს, რომელიც აქამდე ესპანეთის უახლეს ისტორიაში არ ამოქმედებულა.

21 ოქტომბერს ესპანეთის მთავრობა საგანგებო სხდომას გამართავს, სადაც მთავრობის წევრები ავტონომიის გაუქმების თაობაზე იმსჯელებენ. აღნიშნული კანონი ესპანეთის პარლამენტმა უნდა მიიღოს. მანამდე კი პრემიერ-მინისტრმა სენატს ინიციატივით უნდა მიმართოს.

ესპანეთის მთავრობა განიხილავს 155- მუხლის ამოქმედებას იმ მიზნით, რომ კატალონიის თვითგამოცხადებული დამოუკიდებლობა, რაც ესპანეთის კონსტიტუციას და სუვერენიტეტს ლახავს, შეაჩეროს, – წერია მთავრობის განცხადებაში.

155-ე მუხლის ძალაში შესვლა პირველ ოქტომბრის ე.წ. რეფერენდუმის შემდეგ დადგა დღის წესრიგში მას შემდეგ, რაც კატალონიის რეგიონულმა მთავრობამ უნილატერალური დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღება და ცალმხრივი დამოუკიდებლობის გამოცხადება დააანონსა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები