LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

21 წლის სექსმუშაკი სამართალდამცველებს ცემაში ადანაშაულებს

154

21 წლის სექსმუშაკი სამართალდამცველებს ცემაში ადანაშაულებს, ამის შესახებ „ფეისბუქზე“ ლევან ბერიანიძე წერს.

„დღეს დილით დამირეკა ჩემთვის უცნობმა პირმა. მითხრა, რომ თაბუკაშვილზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში არის პოლიციელების მიერ ნაცემი ქალი. მივედი და მართლაც დამხვდა 21 წლის ქალი, რომელსაც მთელ სხეულზე ჰქონდა მრავლობითი დაზიანებები, სისხლჩაქცევების, შეშუპელი ქსოვილების სახით. მუხლებზე კანი გადაცვქლეფილი, სისხლიანი. თავზე მრავლობითი კოპი, ამოგლეჯილი თმის ადგილი მკვეთრად გაწითლებული. ქალი განმარტავს რომ ძველი თბილისის პოლიციის მე-7 განყოფილების უფროსმა და ამავე განყოფილების კიდევ ორმა პოლიციელმა სცემა დღეს დილის 5 საათზე. ამ წუთას ვართ ალადაშვილის სახელობის საავადმყოფოში. ქალს დაუდგინდა თავის ტვინის შერყევა“, – წერს ბერიანიძე.

მომხდარის გადამოწმებას შსს-ში ვცდილობთ და უწყების ინფორმაციას მიღებისთანავე მოგაწვდით.

“ლიბერალის” ფოტო
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები