LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

21 წლის სტუდენტს ფიზიკურად ათამდე პირი გაუსწორდა

114

თავდასხმა დანებით, გადატეხილი ბოთლებით და ბეისბოლის ჯოხებით. ათამდე შეიარაღებული პირი 21 წლის სტუდენტს ფიზიკურად ნაფეტვრების საცურაო აუზზე გაუსწორდა.

ილია უგრეხელიძე უკვე რამდენიმე დღეა უმძიმეს მდგომარეობაში  რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ოჯახის ინფორმაციით, სისხლიან დაპირისპირებას წინ ილია უგრეხელიძესა და რამდენიმე ახალგაზრდას შორის საბურთალოზე მომხდარი გარჩევა უძღოდა. ჩხუბის კონკრეტულ დეტალებზე ოჯახი არ საუბრობს თუმცა აცხადებს, რომ სავარაუდო დამნაშავეებს თავდასხმის მცდელობა ილია უგრეხელიძის მიმართ რამდენიმე დღის წინაც ჰქონდათ. მაშინ ახალგაზრდამ გაქცევა მოასწრო.

დამნაშავეები უკვე იდენტიფიცირებულები არიან, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით ჯერ არავინ დაუკავებიათ.

 

წყარო: რუსთავი2

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები