LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

22-დან 26 მაისამდე თავისუფლების მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

55

22 მაისიდან თბილისში, თავისუფლების მოედანზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

უწყების ინფორმაციით, საავტომობილო მოძრაობა 26 მაისს, ღონისძიების დასრულებისთანავე აღდგება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 22 მაისს, 12:00 საათიდან თბილისში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, თავისუფლების მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. კოტე აფხაზის და შალვა დადიანის ქუჩებიდან გამომავალი ავტომანქანები იმოძრავებს პუშკინის ქუჩის მიმართულებით. საავტომობილო მოძრაობა მიმდინარე წლის 26 მაისს, ღონისძიების დასრულებისთანავე აღდგება,“ – ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები