LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

22 სექტემბერს პეკინზე ველორბოლა გაიმართება

150

22 სექტემბერს 12:00 – 13:30 საათზე, პეკინის ქუჩაზე “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ავტომობილის გარეშე საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ველორბოლას გამართავს.

ველორბოლაში მონაწილეობას მიიღებენ ევროკომისიის ელჩი საქართველოში იანუშ ჰერმანი, გაეროს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ნილს სკოტი, ესტონეთის, გერმანიის, შვეიცარიის და სხვა საელჩოების წარმომადგენლები, საჯარო პირები, ველომოყვარულები.

დღის მთავარი მოწოდებაა – მოქალაქეებმა ერთი დღით თავი შეიკავონ პირადი ავტომობილით სარგებლობისგან, გადაადგილდნენ ფეხით ან გამოიყენონ ალტერნატიული და ჯანსაღი ტრანსპორტი – ველოსიპედი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ან იარონ ფეხით.

თბილისში ველოგარბენი დაიწყება პეკინისა და მიროტაძის ქუჩების კვეთიდან ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმართულებით, მრბოლელთა ნაკადი გააგრძელებს სვლას ყაზბეგის გამზირზე და დაასრულებს გარბენს კვლავს პეკინისა და მიროტაძის ქუჩების კვეთაზე. გარბენის დასრულებისას საჯარო პირები სიტყვით მიმართავენ აქციის მონაწილეებს.

“საერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე” 2000 წელს დაარსდა ევროკომისიის მიერ და აქტიურად აღინიშნება ევროპასა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ამ დღის მიზანია ქალაქის ცენტრალურ უბნებში ნაკლები კერძო ავტომობილის მოძრაობით მოქალაქეები გაუფრთხილდნენ გარემოს, ისარგებონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ველოსიპედითა და იარონ ფეხით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები