LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

23 ივნისს, „თბილისი რიტმის“ ფარგლებში, ნიაზ დიასამიძის კონცერტი გაიმართება

75

თბილისის კულტურულ ღონისძიებათა კალენდარს ხელოვნების კიდევ ერთი საერთაშორისო ფესტივალი შეემატა: „თბილისი რიტმი“, რომლის ოფიციალური წარდგენა გაიმართა 2017 წლის 24 ოქტომბერს, რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე პროექტით „მარე ნოსტრუმ“- იტალიელი მესაყვირის პაოლო ფრეზუს, ფრანგი აკორდეონისტის რიშარ გალიანოსა და შვედი პიანისტის იან ლუნდგრენის მონაწილეობით.

წელს, 12 ივნისს, ფესტივალს ხსნის ჯაზის ამომავალი ვარსკლავი, ფრანგი გიტარისტი და კომპოზიტორი ტომ იბარა ჯგუფთან ერთად.

23 ივნისს, „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში ფესტივალს დახურავს “ნიაზ დიასამიძე- 33 ა” თბილისის საკონცერტო დარბაზში.

ნიაზ დიასამიძის მუსიკალურ კომპოზიციებში რიტმულ დინამიკურობას ქმნის შესრულების უჩვეულო მანერა, რომელიც ჟანრობრივად აერთიანებს რეგის და ფოლკ-როკს. მისი საოცარი ხმის ტემბრი ჰარმონიულად აბალანსებს გიტარისა და ფანდურის ჟღერადობას. ამ ყველაფერში იგრძნობა ძლიერი რაინდული სულისკვეთება და ქართული ფოლკლორისადმი პატივისცემა, რამაც განაპირობა ნიაზის პოპულარობა ქართულ სამუსიკო ხელოვნებაში.

ფესტივალის “თბილისი რიტმი” ორგანიზატორია კომპანია „თაგის არტი – მსოფლიო კულტურული ინტეგრაცია“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები