LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

23 ნოემბერს ნიაზ დიასამიძე კონცერტს თბილისი ივენთ ჰოლში გამართავს

199

23 ნოემბერს, გიორგობას, „თბილისი ივენთ ჰოლი“ ნიაზ დიასამიძესა და „33 ა“-ს მასპინძლობს, ამ ბოლო დროს ნიაზი თავის მსმენელებს თბილისშიც და მის ფარგლებს გარეთაც ანებივრებდა მუსიკალური საღამოებით და როგორც ჩანს, კიდევ ერთი კონცერტის გამართვა გადაწყვიტა.

ქართველმა მუსიკოსმა და „33ა“-ს ვოკალისტმა  ჯგუფი 1994 წელს დააარსა, ძირითადად მის ჟანრს ფოლკ-როკი წარმოადგენს. სხვადასხვა დროს ჯგუფს წარმატება მოუტანა სიმღერებმა: „მე ვზივარ ნავში“ „ღამე და წვიმა“ „ქარი ქრის“ „გალაკტიონი“ და სხვა. ასევე, ნიაზ დიასამიძე არის, მრავალი პოპულარული საუნდტრეკის ავტორი და ფესტივალ „არტ გენის“ ორგანიზატორი.

23 ნოემბრის კონცერტის ბილეთები უკვე დაიდო საიტზე tkt.ge. ფასი: 40 ლარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები