LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

24-30 ოქტომბრის სასიყვარულო ჰოროსკოპი

50

გაიგეთ რა ელოდება თქვენს ზოდიაქოს ნიშანს სიყვარულში:

ვერძი

ამ კვირაში საკუთარ თავს გამოუტყდებით, რომ ურთიერთობაში პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, ბრმად და გაუცნობიერებლად მიჰყვებით პარტნიორის სურვილებსა თუ რწმენას. შედეგად, ნელ-ნელა საკუთარ თავს კარგავთ, რის გამოც, გულის სიღრმეში მტანჯველი ფიქრები გიტრიალებთ.

კურო

კუროს ნიშნით დაბადებულთათვის რთული კვირა იქნება. პარტნიორისგან იგრძნობთ და შემდეგ უკვე ფაქტებზე დაყრდნობით, მიხვდებით, რომ რაღაცას გიმალავთ. ჩუმად ბრაზს და გაურკვევლად ყოფნას ჯობია, არგუმენტირებულად გაესაუბროთ და მისი პოზიცია მოისმინოთ.

ტყუპები

ამ კვირის განმავლობაში, პირად ცხოვრებასა და კარიერას შორის არჩევანის გაკეთება მოგიწევთ. სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, არ აჩქარდეთ. კარგად აწონ-დაწონეთ რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენი ბედნიერებისთვის.

კირჩხიბი

თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა გაქვთ, შესაძლოა პარტნიორისგან საკმარისი მორალური და ფიზიკური მხარდაჭერა ვერ იგრძნოთ. შესაძლოა, პარტნიორმა ვერ გაიგოს თუ რა გჭირდებათ იმისთვის, რომ თავი უკეთ იგრძნოთ. სცადეთ გულახდილად დალაპარაკება.

ლომი

სექსუალური კუთხით, პატნიორთან იმედგაცრუება გელით. ნუ აყვებით მომხდარს და დარდის ნაცვლად, იფიქრეთ, რომ ზოგჯერ წყვილების ურთიერთობაში ასეც ხდება და ეს ურთიერთობის დასასრულს არ ნიშნავს. ყველაფრის გამოსწორება შეიძლება, მთავარია პრობლემის მიზეზს ჩაწვდეთ.

ქალწული

ოჯახური კონფლიქტი რამდენიმე დღე თქვენს ხასიათზე ნეგატიურად აისახება. კონკრეტულ საოჯახო საკითხზე პატნიორის ქმედება თქვენში პროტესტს გამოიწვევს, რაც უგუნებობაში გადაიზრდება. ასევე, გააცნობიერებთ, რომ პრობლემა იმაზე უფრო ღრმა არის, ვიდრე წარმოგიდგენიათ.

სასწორი

სასწორის ნიშნით დაბადებულთათვის ეს კვირა პოზიტივით დატვირთული იქნება. განსაკუთებით იმ სასწორებისთვის, რომელთაც მეორე ნახევარი ჯერ არ უპოვნიათ. საინტერესო ადამიანს გაიცნობთ, რომელთან საუბარი იმდენად კარგ განწყობაზე დაგაყენებთ, რომ შესაძლოა სერიოზულადაც დაფიქრდეთ.

მორიელი

პარტნიორისგან დაუფასებლობის შეგძნება დაგეუფლებათ, რაც თავდაჯერებულობაზე ნეგატიურად აისახება. ბოლო პერიოდში, მეორე ნახევრისგან დადებით იმპულსებს ვეღარ გრძნობთ. იყავით გულახდილი საკუთარ თავთან და სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ. რა განიჭებთ ბედნიერებას?

მშვილდოსანი

რთული კვირა გელოდებათ. ემოციური დაძაბულობის ფონზე, პარტნიოთან კამათი მოგივათ. გააცნობიერებთ, რომ სიყვარული ყოველთვის გართობა და ჰარმონიულად ყოფნა არ არის. პარტნიორი იმედებს გაგიცრუებთ. მტკივნეული პერიოდის გამო, შესაძლოა სამსახურზე ვერ ფოკუსირდეთ.

თხის რქა

პირად ურთიერთობაში მომხდარი წარუმატებლობის შემდეგ, ჯავრი შესაძლოა ახლო ნათესავზე იყაროთ. კონცენტრაცია გიჭირთ და ცხელ გულზე, გაუცნობიერებელ ნაბიჯებსაც გადადგამთ. მოუხმეთ ნებისყოფას და ნუ აჩქარდებით. რჩევისთვის მეგობარს მიმართეთ.

მერწყული

ამ კვირაში დილემის წინაშე აღმოჩნდებით: ან მეგობრობა ან რომანტიკული თავგადასავალი. არჩევანს სანამ გააკეთებთ, კარგად გაიზრეთ პერსპექტივა. თქვენი უახლოესი მეგობრისგან ობიექტურ შეფასებასაც მოისმენთ, თუ როგორი იმედგაცრუებულია იმ ადამიანისგან, რომელთანაც ეხლა ურთიერთობას აწყობთ.

თევზები

თუ მარტო ხართ, ამ კვირის განმავლობაში, ისეთი ადამიანის გაცნობის შანსი გაქვთ, რომელიც რელიგიური ან კულტურული ნიშნით თქვენგან განსხვავებულია. იყავით გახსნილი ახალი გამოცდილების წინაშე. თუ უკვე ხართ ურთიერთობაში, პარტნიორი კარიერული კუთხით გადასადგმელ ნაბიჯებს არ გაიზიარებს.