LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

24 დეკემბრიდან 28 დეკემბრამდე თბილისში მტკვრის დონე დაიწევს

69

იუსტიციის სახლის თბილისის ფილიალის გაგრილების სისტემის სრულყოფის მიზნით, სსიპ – იუსტიციის სახლი გეგმავს მტკვარში წყლის საქაჩი ტუმბოების ჩაკიდებას, ამისთვის საჭიროა მტკვრის ჯებირზე ლითონის კონსტრუქციის ჩამაგრება, ინფორმაციას “ენერგო პრო ჯორჯია” ავრცელებს.

აღნიშნული სამუშაოების წარმოებისათვის 4 დღით, 24 დეკემბრის 06:00სთ-დან 28 დეკემბრის 03:00სთ-მდე გაჩერდება ორთაჭალჰესი, შესაბამისად, ამ პერიოდში თბილისში, მტკვრის კალაპოტში მაქსიმალურად დაიწევს წყლის დონე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები