LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

24 საათი ბათუმში – ევრონიუსი კიდევ ერთ ვიდეობლოგს აქვეყნებს (+ვიდეო)

80

“24 საათი ბათუმში” – ასე ჰქვია ვიდეობლოგს ევრონიუსზე, რომლის წამყვანიც მაყურებელს აცნობს, თუ რისი გაკეთება შეიძლება ბათუმში 24 საათის განმავლობაში, – აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ევრონიუსის გადაცემის ობიექტივში მოხვდა ბათუმის ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბოტანიკური ბაღი, ანბანის კოშკი, ქართველი დიზაინერები, ქალაქში პოპულარული კაფე-ბარები, ასევე აჭარული ხაჭაპური, ჩურჩხელა და ქართული ღვინო.

ბათუმის შესახებ მომზადებული ვიდეობლოგი გათვლილია ადამიანებზე, რომლებიც პირველად სტუმრობენ ამ თუ იმ ტურისტულ ქალაქს, ეძებენ ახალ ემოციებს, თავგადასავლებსა და გამოცდილებას. ბათუმი კი ამ შემთხვევაში ისეთი ქალაქების გვერდით მოხვდა, როგორებიცაა ლისაბონი, ბერლინი და ათენი. წელს ძალიან აქტიური რეკლამა გვაქვს ევრონიუსის ეთერით, რაც როგორც გადაცემებს, სიუჟეტებსა და ბლოგებს, ასევე აჭარის საიმიჯო ვიდეორგოლების გაშვებას ითვალისწინებს. გარდა ბათუმის ვიდეობლოგისა, მაისის თვეში “ევრონიუსის” მაყურებელმა აჭარის შესახებ მომზადებული 4 გადაცემა და რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლები იხილა. შესაბამისად, ტელეკომპანიის ეთერით აჭარის ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს 195 ქვეყანაში გაეცნენ. შემოდგომაზე კი “ევრონიუსის” გადამღები ჯგუფი აჭარას კიდევ ერთხელ, უკვე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გასაშუქებლად ესტუმრება“, – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნინო ხახუბიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები