LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„24 საათია, ვარ ქუთაისის აეროპორტში… გული მისდიოდა ხალხს…“

42

თინა ოსეფაშვილი „ვიზეარის“ და ქუთაისის აეროპორტის შესახებ კრიტიკულ პოსტს ავრცელებს. ის იმ რეისის ერთ-ერთი მგზავრი იყო, რომელიც ტექნიკური გაუმართაობის გამო ვერ გაფრინდა. პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„24 საათია, მეგობრებთან ერთად ვარ ქუთაისის აეროპორტში ბრძოლის რეჟიმში (აქედან რამდენიმე საათი გვეძინა სასტუმროში) საქმე ასეა: @WizzAir მა ჯერ ერთი საათი დააგვიანა ჩასხდომა, შემდეგ ჩაგვსვეს და კონდიციონერი გაფუჭდა, დაგვახრჩეს, არ მოადგეს კიბე, ძრავი იყო გამორთული. გული მისდიოდა ხალხს, ბავშვები, ორსულები, პანიკა და მერე ჩასვლა თვითმფრინავიდან. დაქენსელდა ბარსელონაში ფრენა. ტექნიკური გაუმართაობაა მიზეზი. მას მერე ვცდილობთ გარკვევას სიტუაციაში, პასუხი ძლივს მივიღეთ შუაღამისას. გვთავაზობენ ბილეთის თანხის დაბრუნებას ან შემდეგ რეისზე გადაჯდომას, რომელზეც ადგილი 9 ივლისამდე არ არის. ჩვენ გვქონდა ტრანსფერი, რა თქმა უნდა ყველა გეგმა ჩაგვეშალა, გაგვიუქმდა შემდეგი ფრენაც და სასტუმროც სხვა ქვეყანაში. მათი შემოთავაზება არანაირად არ გვერგება. „ვიზეარს“ წარმომადგენელი არ ჰყავს. აქაური სტაფი არაკომპეტენტურია. აქ არის ხალხი, რომლებიც ბავშვებით საოპერაციოდ მიდიოდა და კიდევ სხვადასხვა ქეისია, რომლებსაც ვერ ჩამოვთვლი. ვითხოვთ პასუხს, რომელიც არ არის. „ფეისბუკზე“ ვრცელდება არაკომპეტენტური განცხადებები. აეროპორტის ხელმძღვანელობა გულგრილია. გთხოვთ მირჩიოთ ან დათაგოთ საჭირო ადამიანები“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები