LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

25 დეკემბერს შშმ პირების მონაწილეობით საახალწლო ღონისძიება გაიმართება

150

25 დეკემბერს, 13:00 საათზე, ელენე ახვლედიანის ბავშვთა სურათების გალერეაში ქ. თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით ტარდება საახალწლო ღონისძიება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდებისთვის სახელწოდებით: „ერთად ვაქციოთ ზღაპარი რეალობად“.

პროექტში მონაწილეობას მიიღებენ თბილისში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, რომლებიც არიან დღის ცენტრების ბენეფიციარები (50 შშმ პირი). ისინი იმღერებენ, წაიკითხავენ ლექსებს,  მოეწყობა შშმ პირთა მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა.

არასამთავრობო ორგანიზაცია  „ნაბიჯ-ნაბიჯ,  Step by Step“   პარტნიორ ორგანიზაცია  „Friends of the United Nations“ USA-თან ერთად 2011-წლის დეკემბერში ოფიციალურად დარეგისტრირდა საქართველოში, თუმცა  ორგანიზაციის დამფუძნებლები, საბჭოს წევრები და წევრები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად  დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ   შშმ პირთა პრობლემებთან დაკავშირებულ  საკითხებზე.

ორგანიზაციის მიზანია, დაეხმაროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს და მოზარდებს  ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში, ხელი შეუწყოს მათ ფიზიკურ, ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას და  საზოგადოებაში ინტეგრაციას. ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც მუშაობენ შეზღდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების  პრობლემებზე.

ორგანიზაციის პრეზიდენტი გახლავთ გიორგი ქობალია, რომელიც 2002 წლიდან  პოსტვაქცინალური გართულების  გამო  დაავადდა  ენცეფალომიელიტით, რამაც თავის მხრივ განაპირობა ფიზიკური შესაძლებლობების შეზღუდვა. გიორგი 27 წლის ახალგაზრდა, რომელმაც მიუხედავად თავისი მდგომარეობისა, შეძლო ძალიან ბევრი, გადალახა ბევრი წინააღმდეგობა და დღესდღეობით თავის გამოცდილებას უზიარებს ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს.

პროექტის თანასპონსორები არიან: საქველმოქმედო ფონდი ავერსი-ფარმა, სტომატოლოგიური კლინიკა „ალბიუსი“, კულტურულ-სამეცნიერო ასოციაცია „ალბიონი“, ა(ა)იპ თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანება“, კომპანია „ბარამბო“ და კომპანია პეპსი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები