LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

25 წელი სოხუმის დაცემიდან – ენგურის ხიდთან აფხაზეთის ომში დაღუპულოი ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგეს

155

დღეს სოხუმის დაცემიდან 25 წელი გავიდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ენგურის ხიდთან აფხაზეთის ომში დაღუპული ჯარისკაცები კიდევ ერთხელ გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს.

ოკუპირებულ აფხაზეთთან მეგობრობის ნიშნად სანთლებით გული გამოსახეს და სიმბოლურად ჰაერში ბუშტები გაუშვეს წარწერით ,,მე შენ მიყვარხარ.”

სოხუმის დაცემის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით, აფხაზეთის ომში დაღუპულთა სხოვნის პატივსაცემად 27 სექტემბერს, საქართველოს სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

გუშინ გვიან ღამით კი გმირთა მოედანზე, აფხაზეთის ომში დაღუპული ჯარისკაცები კიდევ ერთხელ გაიხსენეს. მოედანზე შეკრებილებმა წუთიერი დუმილით დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს, შემდეგ კი მებრძოლთა სახელები და გვარები ხმამაღლა წაიკითხეს.

სოხუმი 1993 წლის 27 სექტემბერს დაეცა. კონფლიქტი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა, ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის მიმდინარეობდა. სეპარატისტებს მხარს უჭერდნენ ჩრდილოეთ კავკასიიდან დაქირავებული მებრძოლები, კაზაკთა მილიციის შენაერთები და არაოფიციალურად, გუდაუთაში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზის მებრძოლები.

1992-1993 წლების სამხედრო დაპირისპირებას 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები