LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულს უდო-ს კომისიამ გათავისუფლებაზე 6-ჯერ უთხრა უარი

77

ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობისთვის დაკავებული ვეფხია ბაქრაძეს უდოს კომისიამ 6-ჯერ უთხრა უარი პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე.

მიზეზად დანაშაულის ხასიათი და მომავალში მისი განმეორებით ჩადენის რისკი დასახელდა.

„ჩავთვალეთ, რომ არ აკმაყოფილებდა იმ კრიტერიუმებს რა კრიტერიუმებიც არის დადგენილი. დანაშაულის ხასიათი, ეს არის ის კრიტერიუმი, რასაც ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს საბჭო. ეს არის მისი წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ასევე დაწესებულებაში ქცევა. ასევე ძალიან დიდი ყურადღება ექცევა და ვაფასებთ იმ საკითხს, რამდენად არსებობს რისკი, რომ განმეორებით იქნას ჩადენილი დანაშაული. შესაბამისად ამ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, ყველა ჯერზე საბჭომ მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება,“ – განაცხადა „კურიერთან“ საუბრისას სასჯელაღსრულების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ალექსანდრე დარახველიძემ.

არსებული ინფორმაციით, ვეფხია ბაქრაძე პრეზიდენტმა გასულ წელს შეიწყალა. შეწყალებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი განცხადებას დღეს გააკეთებს.