LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

25 წლის შემდეგ კიფერ საზერლენდი ჯულია რობერტს დაშორებისთვის მადლობას უხდის

411

მსახიობი კიფერ საზერლენდი, რომელიც 1991 წელს ჯულია რობერტსზე უნდა დაქორწინებულიყო, ინტერვიუში ყოფილ საცოლეს მადლობას უხდის. დაშორებიდან 25 წლის შემდეგ საზერლენდი ამბობს, რომ წყენამ გადაუარა და რობერტს მადლობას უხდის იმის გამო, რომ ეს გადაწყვეტილება მან ქორწილამდე მიიღო: „მე მეჩვენება, რომ იმ დროს ის საკუთარ თავთან მართალი იყო. ჩვენ ახალგაზრდები ვიყავით და ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი, ამიტომაც გადავწყვიტეთ დაქორწინება. იმ პერიოდში ჯულია მსოფლიოში ალბათ ყველაზე პოპულარული ქალი იყო და მას უდიდესი ძალა დასჭირდა ქორწილის ჩასაშლელად“, – ამბობს საზერლენდი.

1990 წელს ფილმ „ლამაზმანის“ პრემიერის შემდეგ მსოფლიო ელოდებოდა ჯულია რობერტსისა და კიფერ საზერლენდის გრანდიოზულ ქორწილს. ცერემონიისთვის ყველაფერი მზად იყო, როცა ქორწილის წინა დღეს ჯულიამ გადაწყვეტილება შეცვალა და საზერლენდის უახლოეს მეგობართან ერთად ირლანდიაში გაიქცა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები