LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

26-29 ოქტომბერს მწერალთა სახლში საერთაშორისო თეატრალური კონფერენცია   გაიმართება

80

ევროპის  ყველაზე მძლავრი  სახელმწიფო თეატრების გაერთიანება ETC (ევროპის თეატრალური კონვენცია)  საქართველოს დედაქალაქთან 4-წლიანი თანამშრომლობის პროგრამას იწყებს. თანამშრომლობის ფარგლებში, თბილისი 26-29 ოქტომბერს საერთაშორისო კონფერენციას,  სახელწოდებით “მითოლოგიიდან ტექნოლოგიამდე” უმასპინძლებს, რომელსაც 12-ზე მეტი ქვეყნიდან 50-ზე მეტი მონაწილე დაესწრება.

საერთაშორისო თეატრალურ კონფერენცია “მითოლოგიიდან ტექნოლოგიამდე”, რომელსაც კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი მასპინძლობს, 26-29 ოქტომბერს მწერალთა სახლში  გაიმართება. სამდღიან ღონისძიებას, 12-ზე მეტი ქვეყნიდან, 50- ზე მეტი მონაწილე დაესწრება. ღონისძიებებზე წარმოდგენილი იქნება: საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე სპიკერები, პანელ დისკუსიები, მონაწილეთა ვორკშოფები, და მარჯანიშვილის თეატრის 8 სპექტაკლი.

27 ოქტომბერს, 10:15 საათზე, კონფერენციას ქართველი დრამატურგი, მწერალი და პუბლიცისტი ლაშა ბუღაძე გახსნის და ილაპარაკებს თანამედროვე ქართული თეატრის განვითარებაზე.

კონფერენცია ორგანიზებულია ევროპის თეატრალური კონვენციის (ETC) მიერ, რომელიც ევროპის სახელმწიფო თეატრების ყველაზე დიდი გაერთიანებაა და 20-ზე მეტი ქვეყნიდან 40-ზე მეტ თეატრს აერთიანებს.

კონფერენცია, ETC-ის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “ევროპის თეატრალური ლაბორატორია: თეატრი ხვდება ციფრულ ტექნოლოგიას” ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებების ნაწილს წარმოადგენს.  2 წლის განმავლობაში, ETL პროექტი გამოიკვლევს თეატრის შექმნის ახალ გზებს, რათა მოიზიდოს ახალი მაყურებელი, თეატრის სიცოცხლისუნარიანობა და უშუალობა ციფრულ ფორმატში გადაიტანოს, გააცნოს ის საზოგადოებას და Opera Vision-ისა და Opera Europa-ს მეშვეობით წაახალისოს მაყურებელთა განვითარების ინიციატივები.

კონფერენციის სპიკერებს შორის იქნებიან: ქართველი ავტორი/დრამატურგი ლაშა ბუღაძე (მარჯანიშვილის თეატრი), ეკატერინე მაზმიშვილი (მენეჯერი, მარჯანიშვილის თეატრის დირექტორი), ლუკ ოშოჰნესი (Opera Vision), კრის ბრაკმაირი (ხმის რეჟისორი და შემოქმედებითი პროდიუსერი Ars Electronica-ში, ლინცი, ავსტრია) და ალექსანდერ კერლინი (დრამატურგი და ავტორი, დორტმუნდის თეატრი, გერმანია).

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები