LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

26%-ისთვის მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს “ქართული ოცნება”, 9%-ისთვის კი “ნაციონალური მოძრაობა” დგას – NDI

41

“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევის მიხედვით, კითხვაზე, რომელი პოლიტიკური პარტია დგას ყველაზე ახლოს პროცენტული მაჩვენებელი ასე გადანაწილდა:

გამოკითხულთა 26% აცხადებს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს პარტია „ქართული ოცნება“ დგას, 9% „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს,

4% ამბობს, რომ მის შეხედულებასთან ყველა ახლოს „ევროპული საქართველო დგას, ლეიბორისტული პარტია 3%, პატრიოტთა ალიანსი 3%.

გამოკითხულთა 41% – მა განაცხადა, რომ მის შეხედულებასთან ყველაზე ახლოს არცერთი პარტია დგას.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს. საშუალო ცდომილების ზღვარი 2-3%-ია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები