LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

26 წლის ქალი 38 წლის ქმარმა ეჭვიანობის ნიადაგზე დაჭრა

90

თელავში ეჭვიანობის ნიადაგზე ქმარმა ცოლი დაჭრა. შემთხვევა კირილეს ქუჩაზე, წუხელ, გვიან ღამით მოხდა.

რუსთავი 2″-ის ინფორმაციით, 26 წლის ქალს მუცლის არეში შემავალი რამდენიმე ჭრილობა აღენიშნება. დაზარალებული მკურნალობას თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადის.

ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თვითმხილველების ინფორმაციით, დაჭრას წინ მეუღლეებს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

38 წლის მამაკაცი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. მომხდარზე საქმე განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები