LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

27 იანვარს სასტუმრო „რუმსში“ რატი გომართელის გადასარჩენად ქართველი მხატვრები ერთიანდებიან!..

287

ალბათ, სოცქსელში ხშირად წააწყდებოდით ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რატი გომართელს საკმაოდ მძიმე დაავადების გამო მკურნალობა ესაჭიროება, ამისთვის კი დიდი თანხაა შესაგროვებელი. ბოლო პერიოდია, ხშირად იმართება სხვადასხვა ტიპის ღონისძიება, რისი მთავარი მიზანიც გახლავთ რატისთვის თანხის შეგროვება.

მორიგი ღონისძიება 27 იანვარს, საღამოს რვა საათზე, სასტუმრო „რუმსშია“ ჩანიშნული. ამჯერად რატის დასახმარებლად ქართველი მხატვრები გაერთიანდნენ, რომლებიც საკუთარ ნამუშევრებს საქველმოქმედო მიზნისთვის გამოიტანენ. შედგება აუქციონი, სადაც ცნობილი ქართველი მხატვრების ნამუშევრების შეძენის საშუალება გექნებათ და ამით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაში მონაწილეობას მიიღებთ.

28 და 29 იანვარს კი, „რუმსში“ ცნობილი თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ განსხვავებული სტილითა და მასალებით შექმნილი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

რატის უკვე 20 წელია, აქვს ძალიან რთულად სამართავი ინსულინდამოკიდებული დიაბეტი, რომლიც ფონზეც თირკმლის უკმარისობა განუვითარდა და უკვე 8 თვეა, დიალიზზეა. მისი მდგომარეობა დაამძიმა ახლახან გამოვლენილმა ფილტვის ტუბერკულოზმა და ცე ჰეპატიტის არააქტიურმა ფორმამ. ამ უკანასკნელის მკურნალობა კი, ამ ავადმყოფობების ფონზე, შეუძლებელია.

ექიმების რეკომენდაციით, რატის გადარჩენის ერთადერთი გზა თირკმლისა და პანკრეასის დროული გადანერგვაა.

ოპერაციის, მასთან დაკავშირებული ყველა სამედიცინო კვლევის და ოპერაციის შემდგომი პერიოდის სამედიცინო ხარჯები შეადგენს დაახლოებით 130 ათას ამერიკულ დოლარს, მაგრამ ოპერაციის სირთულისა და სპეციფიკის გამო, ოპერაციის შემდეგ, აუცილებელია 3 თვე მაინც იყოს ტრანსპლანტოლოგთა ჯგუფის დაკვირვების ქვეშ და იქვე ჩაიტაროს პირველი ეტაპის მკურნალობის კურსი, რაც ასევე სასიცოცხლოდ აუცილებელია გადანერგილი ორგანოების შესანარჩუნებლად. ამიტომ, ოპერაციის პერიოდის გარდა, სავარუდოდ, 4 თვის გატარება მოუწევს ჟენევაში, რაც კიდევ უფრო გაზრდის არსებულ ბიუჯეტს.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ოპერაციის ჩატარების გარეშე რატის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ოჯახისათვის აღნიშნული თანხა მიუწვდომელია. სახელმწიფო დაფინანსება უკვე მიღებულია, რაც უმნიშვნელოა მოცემულ ბიუჯეტთან შედარებით. მეგობრებისა და კოლეგების მიერ მუდმივად ტარდება სხვადასხვა საქველმოქმედო აქციები, მაგრამ საჭირო თანხის შეგროვებას ჯერ კიდევ ბევრი აკლია. ამიტომაც თითოეული ღონისძიება, რომელიც რატისთვის იმართება, ძალიან მნიშვნელოვანია. გთხოვთ, ჩაერთოთ ქველმოქმედებაში!..

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები