LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

27 მარტის – 2 აპრილის სასიყვარულო ჰოროსკოპი

304

გაიგეთ, რა ელოდება თქვენს ზოდიაქოს ნიშანს სიყვარულში;

ვერძი

ამ კვირიდან განსაკუთრებულად მოტივირებული ხართ შეცვალოთ რეალობა, როგორც კარიერულ ისე ცხოვრებისეულ გზაზე. თუმცა, პიროვნულ დონეზე, ჯერ კიდევ გაქვთ რიგი საკითხები მოსაგვარებელი. კვირის ბოლოს, გონებიდან ყველა არარეალურ აზრებს ამოიგდებთ.

კურო

ამ კვირაში უფრო გაგიადვილდებათ პარტნიორთან კომუნიკაცია. მენტალურ დონეზე მეორე ნახევართან ურთიერთობის მძაფრი სურვილი გაგიჩნდებათ. დროა, ილაპარაკოთ როგორც ფიზიკურ, ისე მატერიალურ მოთხოვნილებებზე. პარტნიორისგან სრულ მხარდაჭერას ელოდეთ.

ტყუპები

თუ ბოლო პერიოდში, სოციალურ ცხოვრებაში მცირე უსიამოვნებები გქონდათ, ამ კვირიდან სიტუაცია დასტაბილურდება. საკუთარ თავში აღმოაჩენთ ძალას და მოტივაციას, ახალი მეგობრები შეიძინოთ. პარტნიორთან დაძაბული კვირა გელით.

კირჩხიბი

პარტნიორისგან ძლიერ ინტელექტუალურ სტუმულაციას მიიღებთ. ამ კვირაში, რამდენიმე წვეულებიდან მოგივათ შემოთავაზება. გაიცნობთ ახალ და საინტერესო ადამიანებს. თუ მარტო ხარ, პაემნის პერსპექტივა გამოგიჩნდებათ.

ლომი

ამ კვირიდან რაიმე ახლის შესწავლის სურვილი გაგიმძაფრდებათ, რომელშიც, შესაძლოა, პარტნიორის მხარდაჭერა ვერ იგრძნოთ. მისთვის ახსნა-განმარტება მოგიწევთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჰორიზონტის გაფართოება და მეტი განათლების მიღება.

ქალწული

ინტიმური კუთხით წამოჭრილ პრობლემებს ამ კვირაში მოაგვარებთ. ამ დროებითი პაუზის მიზეზი ემოციური დაუცველობა და უნდობლობა იყო, რაც გარკვეულმა ეჭვებმა განაპირობა.

სასწორი

თქვენი მონდომება და კომპრომისები შედეგს გამოიღებს და ამ კვირაში მიხვდებით, რომ პირად ურთიერთობაში ძველმა ჰარმონიამ კვლავ დაისადგურა.  შუა კვირიდან ახალი გვერდიდან იწყებთ ცხოვრებას.

მორიელი

თუ აქამდე ეჭვები მოსვენებას გიკარგავდათ, ამ კვირაში თქვენი პარტნიორი ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით, გულახდილად დაგელაპარაკებათ.  მისი გულწრფელობა ნდობის აღდგენაში მნიშვნელოვნად ხელს შეგიწყობთ.

მშვილდოსანი

ამ კვირაში, პირად ურთიერთობასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვან საკითხებს გაარკვევთ. იმას, რასაც ადრე უგულებელყოფდით, უკვე ყურადღებას მიაქცევთ. ასევე, ბევრ რამეს გადააფასებთ.

თხის რქა

თუ მარტო ხართ, ამ კვირაში  შანსი გაქვთ საინტერესო ადამიანები გაიცნოთ. პაემანზე წასვლა კი ასეთი მარტივი არასდროს ყოფილა. უკვე ბევრ რამეს სხვაგვარად აღიქვამთ, რაც საშუალებას მოგცემთ ცხოვრებას მარტივად შეხედოთ.

მერწყული

თუ ურთიერთობა ახალი დაწყებული გაქვთ, ამ კვირაში პარტნიორს, შესაძლოა, სთხოვოთ ოჯახურ შეკრებას დაესწროს. მისთვის ეს მოულოდნელი წინადადება იქნება. ხოლო თუ უკვე ოჯახი გყავთ, ამ კვირაში მხოლოდ საოჯახო საქმეებზე იქნებით კონცენტრირებული.

თევზები

თქვენი თავდაჯერებულობა პირდაპირ კავშირშია პირად ურთიერთობაში არსებულ ჰარმონიასთან. თუ რამე იცვლება, კომფორტს დისკომფორტს ანაცვლებს. ამ კვირაში სწორედ ამ მცირე დაძაბულობებს უნდა გაუმკლავდეთ.