LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

28 სექტემბერს „ეთნოფესტი 2018“ იხსნება

36

28 სექტემბერს, თბილისში „ეთნოფესტი 2018“-ის მეორე საერთაშორისო სამიტი გაიხსნება. ამის შესახებ თბილისის საკრებულოში, ფესტივალის ორგანიზატორებმა პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

„ეთნოფესტი 2018“ 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება.  ექსპოჯორჯიას მე-4, მე-5 და მე-6 პავილიონებში 150-ზე მეტი ოსტატი, დიზაინერი, მწარმოებელი საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან თავიანთ პროდუქციას წარადგენენ. პარალელურად დიზაინერები და მარკეტოლოგები აშშ-დან, ჰოლანდიიდან, ინგლისიდან და სხვა ქვეყნებიდან საჯარო ლექციებს ჩაატარებენ, სადაც ოსტატებთან თანამშრომლობით შეირჩევა და დამუშავდება პროდუქცია, რომელიც შემდეგ აშშ-ს წამყვან სასაჩუქრე ჩვენებაზე წარდგება. ასევე ფესტივალის ფარგლებში გაიმართება დამატებითი საგანმანათლებლო გამოფენები.

სოფო ხუნწარია, თბილისის ვიცემერი:

ეთნოფესტი“ კიდევ ერთი ტრადიციული ატრაქციაა თბილისში. დარწმუნებული ვარ, რომ  სულ მალე მსგავსი ტიპის  საერთაშორისო ფესტივალები ძალიან მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს. ბუნებრივია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია  კრეატიული ინდუსტრიების განვითარება. თბილისის მერია მსგავს ფესტივალებს მაქსიმალურად მხარს უჭერს.  ჩვენ გვაქვს საბიუჯეტო კოდი „კრეატიული თბილისი“, საიდანაც  მსგავსი ტიპის ოსტატებს ჩვენ გვერდში ვუდგავართ და ვაფინანსებთ.

მაკა დვალიშვილი, „ეთნოფესტის“ ორგანიზატორი:

„ეთნოფესტი“ უკვე მეორედ ტარდება საქართველოში და აერთიანებს ტრადიციული რეწვის და დიზაინის 150-ზე მეტ ოსტატს, რომლებსაც შესაძლებლობა ეძლევათ, წარადგინონ თავიანთი პროდუქცია როგორც თბილისელი, ასევე საერთაშორისო ექსპერტების დაინტერესებული საზოგადოების წინაშე.

თამარ ტარიაშვილი, თბილისის საკრებულოს დეპუტატი, განატლების და კულტურის კომიტეტის  თავმჯდომარე:

კულტურის და ტრადიციების ხელშეწყობის გარდა, „ეთნოფესტი“ ნიშნავს  ახალ სამუშაო ადგილებს, ახალ პროდუქციას ბაზარზე ქართველი მეწარმეებისათვის, ოსტატებისთვის საერთაშორისო ასპარესზე გასვლის ახალ გზებს. ამის გააზრებით თბილისის საკრებულო, თბილისის მერია ერთმნიშვნელოვნად უჭერს მხარს კრეატიული ინდუსტრიების განვითარებას და მათ შორის, „ეთნოფესტის“ წარმატებით ჩატარებას.

თათია ბიძინაშვილი, „აწარმოე საქართველოში“, შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითრების ხელმძღვანელი:

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ კვლავაც მხარს უჭერს „ეთნოფესტის“ დაფინანსებას, რაც რა თქმა უნდა ჩვენთვის ისევე, როგორც ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარება და ამ მხრივ ყველანაირი ცდის მოსინჯვა. ამ შემთხვევაში ჩვენ მხარს ვუჭერთ კარენ გიფსის ჩამოსვლას საქართველოში, რომელიც აქტიურად იმუშავებს ქართველ მეწარმეებთან, იმისთვის, რომ ეს სფერო დაიხვეწოს და თანხვედრაში იყოს საერთაშორისო სტანდარტებთან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები