LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება

30

„28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება,“ – ამის შესახებ „ფორტუნას“ სინოპტიკოსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა.

ნიორაძის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ხვალიდან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 28 სექტემბრიდან ამინდის მკვეთრად გაუარესებას უნდა ველოდოთ, ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა და 17-22 გრადუსს შეადგენს.

აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურის განსაკუთრებით მკვეთრი ცვლილებაა მოსალოდნელი. გავრცელდება ჰაერის ცივი და ნოტიო მასები. ტემპერატურა 12-17 გრადუსს შეადგენს.

რაც შეეხება თბილისს, ხვალ დედაქალაქში ხანმოკლე წვიმას ელჭექით უნდა ველოდოთ, ჰაერის ტემპერატურა კი 13-15 გრადუსი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები