LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

29 დეკემბრიდან სირიის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებები შეწყდება

52

თურქული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“ წერს, რომ თურქეთი და რუსეთი სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ.

გეგმის მიხევით, 29 დეკემბერს სირიის მთელს ტერიტორიაზე საომარი მოქმედებები უნდა შეწყდეს. მიღწეულ შეთანხმებას განიხილავენ სირიის ხელისუფლება და ქვეყნის ოპოზიციური დაჯგუფებები.

„ანადოლუ“ ხაზს უსვამს, რომ შეთანხმება არ ვრცელდება ტერორისტულ დაჯგუფებებზე.

„ისლამურ სახელმწიფოსთან“ ერთად თურქეთი და რუსეთი ტერორისტულ დაჯგუფებებად ცნობენ ქურთ ამბოხებულებსაც.

„ანადოლუს“ ინფორმაციით, თუ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მიღწეული იქნება, კონფლიქტში ჩართული მხარეები ასტანაში პოლიტიკური დარეგულირების შესახებ მოლაპარაკებებს დაიწყებენ, სამშვიდობო პროცესის გარანტი კი რუსეთი და თურქეთი იქნებიან.