LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

29 ევროიანი ავიაბილეთების გაყიდვა დაიწყო

88

დაბალბიუჯეტიანმა, ახალმა აზერბაიჯანულმა ავიაკომპანიამ Buta Airways ავიაბილეთების რეალიზაცია დაიწყო. სააგენტო Trend-ის ინფორმაციით, ახალი საიტი www.butaairways.az , სადაც ბილეთების შეძენაა შესაძლებელი, სამენოვანია – აზერბაიჯანული, რუსული, ინგლისური. ავიაბილეთები საიტზე 11 ივლისიდან გამოჩნდა.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ აზრებაიჯანულმა ვებ-გვერდმა azal.az-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 1 სექტემბრიდან Buta Airways ბაქოდან თბილისის მიმართულებით ფრენას იწყებს. ფრენის მინიმალური ფასი ერთი მიმართულებით 29 ევრო იქნება. ახალი ავიაკომპანია ავიამიმოსლვას შეასრულებს როგორც თბილისის, ისე მოსკოვის, კიევის, ანთალიის, მინვოდის, ყაზანისა და თეირანის მიმართულებით. ზამთრის სეზონიდან კი ფრენები სტამბოლისა და სანკტ-პეტერბურგის მიმართულებითაც დაემატება.

azal.az -ის ინფორმაციითვე, Buta Airways ახალი ავიაკომპანიაა, რომელიც 2016 წლის დეკემბერში დაარსდა. ავიაკომპანიის ფლოტი Embraer-ის წარმოების თვითმფრინავებითაა დაკომპლექტებული. კომპანია ფრენებს ბაქოდან, ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ახორციელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები