LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 და 4 აგვისტოს რუსთაველის თეატრი ბათუმში ორ სპექტაკლს გამართავს

82

3 და 4 აგვისტოს, ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში წარმოდგენილი იქნება რუსთაველის თეატრის სპექტაკლი „დაკანონებული უკანონობა“.

ბერტოლდ ბრეხტის მხიარული არაკი ორ მოქმედებად, რეჟისორმა რობერტ სტურუამ დადგა და იგი ავტორის ხსოვნას ეძღვნება. სპექტაკლში გამოყენებულია ბახის, ბეთჰოვენის, მოცარტის, ვერდის, ვაგნერის, შოპენის, ლისტისა და შუბერტის მუსიკა.

სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: ზვიად პაპუაშვილი, დავით გოცირიძე, ბექა სონღულაშვილი, დავით დარჩია, ნიკა ქაცარიძე, ეკა მინდიაშვილი, ქეთი სვანიძე, გეგა ჩხაიძე, ლაშა ჯუხარაშვილი, ზაზა ბარათაშვილი, ედმონდ მინაშვილი, ანდრია თავბერიძე. სპექტაკლი გერმანულიდან თარგმნა ნათია მიქელაძემ რეჟისორი – ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე კომპოზიტორი – გია ყანჩელი ქორეოგრაფი – კოტე ფურცელაძე რეჟისორის თანაშემწე – მარინა ამაღლობელი.

სპექტაკლი გოეთეს ინსტიტუტის თანადგომით დაიდგა. გასტროლის პარტნიორია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები