LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 ივლისს „ღამის სერენადების“ პრესკონფერენცია გაიმართება

92

3 ივლისს, 14:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გაიმართება  X საერთაშორისო ფესტივალ “ღამის სერენადების” პრესკონფერენცია.

საერთაშორისო ფესტივალი  „ღამის სერენადები“ ცნობილი ქართველი მევიოლინესა და დირიჟორის ლიანა ისაკაძის ინიციატივით დაარსდა.

2018 წელს, საიუბილეო ფესტივალი, 27, 28 და 29 აგვისტოს ქ. ბათუმში სასტუმრო “შერატონ ბათუმის” საკონცერტო დარბაზში გაიმართება, ხოლო 2, და 4 სექტემბერს – კი საფესტივალო საღამოები თბილისში გადმოინაცვლებს და თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში ჩატარდება.

წლევანდელი საიუბილეო ფესტივალის საკონცერტო საღამოებზე მსოფლიო კლასიკის შედევრებს შეასრულებენ ისეთი ცნობილი მუსიკოსები, როგორებიც არიან – პიანისტი ალექსანდრე კორსანტია (აშშ), დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი (საქართველო/ბელგია), მევიოლინე გია იაშვილი (საქართველო/ავსტრია), მევიოლინე გიზა ჰ. ლეგოცკი (უნგრეთი/აშშ), გიტარისტი სოფია ბაროს (იტალია), ბანდონეონისტი მარიო სტეფანო პიეტროდარჩი (იტალია), კომპზიტორი იოსებ ბარდანაშვილი (ისრაელი/საქართველო) და სხვ.

ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქ. ბათუმის მერია და ქ. თბილისის მერია.

ფესტივალი ოფიციალური მზღვეველია სადაზღვევო კომპანია „არდი“. ღონისძიების ორგანიზატორი: კომპანია ,,არტ ალიანსი“.

ფესტივალის   მთავარი   პარტნიორები   არიან   საქართველოს   განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქ. ბათუმის მერია,  ქ. თბილისის მერია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, პროექტი  Check in Georgia, ფესტივალის ოფიციალური მზღვეველია სადაზღვევო კომპანია „არდი” , კომპანია „თელასი“, „ჯინო ფერედაისი“,  ქართული ვისკი”ჯიმშერი”, კომპანია ”სარაჯიშვილი”, ქართული უნიკალური ღვინო Georgian unique wine, „ედვაის ჯგუფი“, მოდის სახლი „მარიგოლდი“.

პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერები: – პირველი არხი, აჭარის ტელევიზია, რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“,  „ივენთს ამბები.გე“, საინფორმაციო სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენი, „ინტერნეტ მედია ჯგუფი“, „მედიაგავრცელების სააგენტო კლიპ-არტი“, Awards.com.ge, ინგლისურენოვანი გაზეთები„Georgia Today“ და „The Georgian Messenger“, ვიდეო პორტალი ”My Video.GE”.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები