LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 მაღალანაზღაურებადი სამსახური, რომელიც საშუალებას მოგცემთ, მუდმივად იმოგზაუროთ

1056

დედამიწაზე იშვიათად ნახავთ ადამიანს, ვისაც მოგზაურობა არ უყვარს, თუმცა, ხშირად, სხვადასხვა ქვეყნის მონახულება დიდ თანხასთან არის დაკავშირებული. მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა განვითარებული და ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნების მოსახლეობისთვისაც ხშირად, პრობლემებთან არის დაკავშირებული, თუმცა, გამოცემა აღნიშნავს, რომ არის სამსახურები, სადაც დასაქმებულებს წელიწადში 100 ათას დოლარს, ან მეტს უხდიან. შესაბამისად, აღნიშნულ პოზიციებზე მომუშავე ადამიანებს მოგზაურობის პრობლემა არასოდეს ექნებათ, რადგან ეს მათი სამსახურის სპეციფიკიდანაც გამომდინარეობს :

Female aeroplane pilot, operating controls, low angle view

  1. მფრინავი, საშუალო ხელფასი 134 000 დოლარი

მფრინავები, ბუნებრივია, უამრავს მოგზაურობენ და ამაში მათ კარგადაც უხდიან. აშშ-ში მათი ანაზღაურება, საშუალოდ, 134 ათასი დოლარია.

A woman ascends ascends the ice-clad slopes of Mt. Hood under a brilliant sun (real sun-star).

  1. გეოფიზიკოსი, საშუალო ანაზღაურება 119 380 დოლარი

როდესაც მუშაობა გიწევთ აქტიურ ვულკანებთან და ფარულ ოკეანეებთან, აუცილებლად მიგიყვანთ საკუთარი საქმიანობა დედამიწის ყველაზე საოცარ ადგილებში. სიამოვნებას საქმიანობით ნამდვილად მიიღებთ, თუმცა სპეციალობის მნიშვნელობისა და რისკების გათვალისწინებით, ანაზღაურებაც სოლიდური გექნებათ.

Two businessmen discussing some project

  1. რეგიონული გასაღების სამსახურის სპეციალისტი, საშუალო შემოსავალი 103 500 დოლარი

თუ არც ავიაციის სკოლაში გისწავლიათ და არც გეოფიზიკა გიზიდავთ დიდად, მაღალი ანაზღაურება თუ გსურთ, ეცადეთ რეგიონული გასაღების სამსახურის სპეციალისტის პოზიცია დაიკაოთ. სამსახურის გამო ხშირად მოგიწევთ რეგიონში მოგზაურობა. შესაძლოა, ხშირად არ მოგიწიოთ საერთაშორისო ფრენები, თუმცა ეგზოტიკური დასვენების მოწყობას ნამდვილად შეძლებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები