LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 მარტს ლელა წურწუმია და „გუფი ლენდი“ თელავს ეწვევიან

443

3 მარტს, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრში ლელა წურწუმია „გუფი ლენდთან“ ერთად კონცერტს გამართავს. მომღერალმა საქართველოს რამდენიმე ქალაქში ტურნე დაგეგმა. ბოლო პერიოდია, ის „გუფი ლენდთან“ ერთად ლაივ-პროგრამას ამზადებს, საკუთარი რეპერტუარიდან არაერთი სიმღერა სწორედ ჯგუფთან ერთად გააკეთა.

საქართველოს რამდენიმე ქალაქში გამართული კონცერტების შემდეგ ლელა წურწუმია მაისში თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში დაგეგმილი კონცერტისთვის დაიწყებს მზადებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები