LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 რამ, რასაც ბავშვი მუცლადყოფნის პერიოდში სწავლობს

786

რა სახის თვისებები უყალიბდება პატარას ჯერ კიდევ მუცლადყოფნისას და რა რეკომენდაციების გათვალისწინება მართებთ მშობლებს – მეცნიერების ექსპერიმენტი.

 

ის აღიქვამს საკვების გემოს

შესაძლოა თუ არა, პატარამ ჯერ კიდევ მუცლდ ყოფნის პერიოდში შეიგრძნოს საკვების გემო. ამ თემით ბელფასტის უნივერსიტეტის პროფესორი, პიტერ ჰეპერი დაინტერესდა და კოლეგებთან ერთად ექსპერიმენტიც ჩაატარა. კვლევის ფარგლებში  33 ბავშვს დააკვირდნენ, ვისი დედებიც ორსულობის ბოლო ვადაზე მცირე ოდენობით ან საერთოდ არ მიირთმევდნენ  ნიორს. ნიორი ორგანიზმში რამდენიმე საათის მანძილზე ჩერდება, ხოლო პატარას შეუძლია სანაყოფე წყლების დახმარეით მისი გემოს აღქმა. აღმოჩნდა, რომ ასეთი პატარები უკვე 8-9 თვიდან სიამოვნებით მიირთმევდნენ  კარტოფილს, რომელიც ნივრით იყო შეზავებული. ასეთივე დაკვირვება მოხდა ორსულებზე, რომლებიც ბოლო ვადებზე სტაფილოს წვენს სვამდნენ. აღმოჩნდა, რომ უკვე 6 თვის ასაკიდან პატარა სტაფილოს დიდი სიამოვნებთ იღებდა, რაც იმას ადასტურებს, რომ საკვების მიმართ დამოკიდებულება ჯერ კიდევ მუცლადყოფნის დროს ყალიბდება: „როცა ბავშვი ძუძუთი კვებას იწყებს, ის იმავე გემოს აღიქვამს, რასაც ბოლო 30 კვირის მანძილზე შეეჩვია“– ამბობს ჰეპერი.

ბავშვს მუცლად ყოფნისას უყალიბდება სმენა

კვლევა ფინელმა მეცნიერებმა ჩაატარეს. ექსპერიმენტში მონაწილე დედები ორსულობის ბოლო ვადაზე გამუდმებით უსმენდნენ საბავშვო სიმღერას Twinkle Twinkle Little Star. „ექსპერიმენტის დროს პატარებს ეძინათ. იმისთვის, რომ  მათი რეაქცია გაგვეგო, ჩვენ ენცეფალოგრამა გამოვიყენეთ, ვიწერდით სიგნალს, რომელიც მიეწოდება ტვინის სხვადასხვა უჯრედს“, – ამბობს ექსპერიმენტის ხელმძღვანელი, მინა ჰოუტილაინენი. ის პატარები, რომლებიც ამ მელოდიებს მუცლად ყოფნისას ისმენდნენ, უფრო ძლიერ იმპულსებს გამოსცემდნენ. გარდა ამისა, უკვე მოზრდილი ბავშვები ადვილად მღეროდნენ ამ სიმღერას, მაშინ, როცა სხვა ბავშვები ამას ვერ ახერხებდნენ.

მათ ესმით საუბარი

ნიუ-იორკელმა ფსიქოლოგმა, ატენა ვულუმანოსმა ახალშობილებში კვლევა ჩაატარა და გაარკვიია, რომ ახალშობილები უპირატესობას ადამიანურ საუბარს ანიჭებდნენ და არა სხვა სახის ბგერებს. გაირკვა, რომ ბავშვებს უკეთ ესმით მშობლიურ ენაზე საუბარი და ამავე დროს, ჯერ კიდევ მუცლდაყოფნისას ესმით არა მარტო მშობლების, არამედ სხვა ადამიანების საუბარიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები