LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 სექტემბერს „ბლექ სი არენა“ შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალს მასპინძლობს

74

3 სექტემბერს შეკვეთილში მდებარე „ბლექ სი არენა“ შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალს უმასპინძლებს. ეს ღონისძიება პირველად იმართება და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება, „ბლექ სი არენაზე“ მისი დასკვნითი კონცერტი გაიმართება.

მონაწილეობენ: „სუხიშვილები“, „რუსთავი“, „ბასიანი“, „რიჰო“, „ლაგუშედა“, „ფესვები“, „მარეთი“, უხუცესთა ანსამბლი „ბერმუხა“. თურქეთის სახელმწიფო კონსერვატორიის შავი ზღვის მუსიკისა და ცეკვის ანსამბლი, კვარტეტი „Nageifluh“ შვეიცარიიდან და Su Concordu’e Sette Dolores, იტალიიდან (სარდინია).

ორგანიზატორები მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი კოლექტივის შეკრებას აპირებენ, თუმცა წელსაც საინტერესო და დაუვიწყარ სანახობას გვპირდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები