LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 წესი ბავშვის ინტერნეტამოკიდებულების დასაძლევად – ფსიქოლოგი პაატა ამონაშვილი

1274

„აზროვნების აკადემია“,  პროექტ  „სალონური საუბრების” ფარგლებში, სოციალურ ქსელში ცნობილი ფსიქოლოგის, პაატა ამონაშვილის ლექციას გვთავაზობს . ფსიქოლოგი ისეთ აქტუალურ თემაზე საუბრობს, როგორიცაა ბავშვები და ინტერნეტდამოკიდებულება. მისი თქმით, მნიშვნელოვანია გავიაროთ, რა დატვირთვა აქვს ტელეფონს და როგორ უნდა გამოვიყენოთ ის სწორად. ფსიქოლოგი ამბობს, რომ ტელეფონი შესაძლოა სასარგებლო და საშიში იარაღიც აღმოჩნდეს ბავშვის ხელში და ეს მხოლოდ მშობელზეა დამოკიდებული.

როგორ ვასწავლოთ პატარებს ამ ინსტრუმენტის გამოყენება – ლექციის ძირითადი ნაწილი სწორედ ამ რჩევებსა და სასარგებლო რეკომენდაციებს დაეთმო. პაატა ამონაშვილი გამოყოფს სამ წესს ბავშვის ინტერნეტამოკიდებულების დასაძლევად.

პირველი, რასაც ფსიქოლოგი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, ესაა ტელეფონის მშობლის თანდასწრებით გამოყენება და არა აკრძალვა. მისი თქმით, ეს უსაფრთხოებას უზრუნველყოს და მას საშიში ინსტრუმენტების სწორად მოხმარებას ასწავლის. არ დავტოვოთ ბავშვი მარტო ტექნიკით ხელში, ესაა პირველი და აუცილებელი წესი. ერთად კეთება მიშნავს, რომ ჩვენ ბავშვს ვაძლევთ ნიმუშსს და მაგალითს, როგორ გამოვიყენოთ ტელეფონი შემეცნებითი ამოცანების ამოსახსნელად. თუნდაც ვითამაშოთ, მაგრამ ერთად.

მეორე მნიშვნელოვანი წესი, ესაა სურათხატები. პაატა ამონაშვილი ამბობს, რომ ბავშვები მშობლებისგან სწავლობენ. როდესაც ისინი ხედავენ, როგორ აგვარებენ სამსახურებრივ საქმეებს მშობლები ტელეფონით, ბავშვები იგივეს იმეორებენ. შესაბამისად, სიტყვები გეყოფა, თვალი გეტკინება და მე მხოლოდ სამსახურისთვის ვიყებენ ამას, უსარგებლოა, რადგან მას აქვს სურათხატები. ამიტომ ის გვირჩევს, გამოვაცხადოთ კვირაში ერთი დღე  მობილურის გარეშე, ჩვენც შევცვალოთ ჩვენი ცხოვრების წესი, ჩვენც ვაჩვენოთ მაგალითი ბავშვებს, რომ მობილურის გარეშეც შესაძლებელია.

მესამე და მთავარი, რაც მოჰყვება საწყის წესებს. მშობლებმა უნდა იფიქრონ, რა შესთავაზონ  ბავშვებს უფრო საინტერესო, რაც ჩაანაცვლებს იმას, რასაც ისინი უყურებენ. თუ ჩვენ ამას ვერ ვახერხებთ და ახალს ვერ ვთავაზობთ, მაშინ ყველა მშობლისთვის შვილის აღზრდით დაკავდება ის ხალხი, ვინც მობილურის თამაშებს ქმნის. იგივე მულტფილმის მწარმოებლები, კლიპის ავტორები ზრდიან ჩვენს შვილებს.

ფსიქოლოგი მოგვიწოდებს, ყოველდღიურად ვიფიქროთ, როგორ დავაინტერესოთ ჩვენი შვილი რაღაც ახალი აქტივობით, სადაც ისინი იგრძნობენ თავს დიდებად და თავისუფლებად, ჩვენს გვერდით.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები