LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

30 აპრილს, ჯაზის საერთაშორისო დღეს, თბილისის ბიგბენდი საიუბილეო კონცერტს გამართავს

66

30 აპრილს, ჯაზის საერთაშორისო დღეს, თბილისის ბიგ-ბენდი კონცერტისთვის ემზადება. ამასთანავე, მუსიკალური კოლექტივი 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. ბენდი სხვადასხვა თაობის მუსიკას აერთიანებს. რეპეტიციები უწყვეტად მიმდინარეობს. ბიგ-ბენდისთვის 2017 მთლიანად საიუბილეო წელიწადი იქნება და მრავალი კონცერტი გაიმართება.

მაყურებელი 30 აპრილს არა მხოლოდ მოისმენს ჯაზურ მუსიკას, საკმაოდ მრავალფეროვანი რეპერტუარის სახით, არამედ მას პლასტიკაში განსხეულებულსაც ნახავს – ბიგ-ბენდისა და გიორგი ალექსიძის სახელობის თანამედროვე ბალეტის ერთობლივი წარმოდგენა უკვე მეორედ შესრულდება სცენაზე. სპეციალურად ამ დღისთვის ნიკ ვესტის ნაწარმოებზე კიდევ ერთი ქორეოგრაფიული ნომერი დაიდგა.

ჯაზის საერთაშორისო დღე 2011 წელს ჰერბი ჰენკოკის ინიციატივით დაარსდა. ამ თარიღიდან 5 წლისთავი წინა წელს თეთრ სახლში აღინიშნა. წელს კი ამ დღეს ფართოდ კუბაზე აღნიშნავენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები