LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

30 ბიზნესოპერატორი რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის დაჯარიმდა

94

სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს პესტიციდებისა და სასუქების სარეალიზაციო ობიექტების შემოწმებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამჯერად სააგენტოს სპეციალისტებმა მონიტორინგი ჩაატარეს დასავლეთ საქართველოში, სადაც ფალსიფიცირებული ქიმიკატების რეალიზაციის არცერთი ფაქტი არ გამოვლენილა. მათივე ცნობით, მიმდინარე წელს ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილია 348 ნიმუშის, მათ შორის, 300 პესტიციდისა და 48 აგროქიმიკატის ნიმუშის აღება.

როგორც უწყებაში განმარტავენ, დღეის მდგომარეობით, 115 სარეალიზაციო ობიექტიდან აღებულია და ლაბორატორიულად გამოკვლეულია 285 ნიმუში. მარკირების წესის დარღვევის, ვადაგასული და დაბალი ხარისხის პრეპარატებით ვაჭრობისა და ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისათვის დაჯარიმებულია 30 ბიზნესოპერატორი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები