LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

30 მაძიებელი: ოქროს ბურთს 7 დეკემბერს მისცემენ

89

France Football ”ოქროს ბურთის” მფლობელს 7 დეკემბერს დაასახელებს. აღნიშნული ინფორმაცია თავად ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემამ გაავრცელა, რომელიც ყველაზე პრესტიჟულ ინდივიდუალურ საფეხბურთო ჯილდოს წლის საუკეთესო ფეხბურთელს თავად გადასცემს.

საზეიმო ცერემონიალს საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი დავიდ ჟინოლა წაიყვანს.

”ოქროს ბურთის” მოსაპოვებლად 30 კანდიდატი იბრძვის.

France Football წლის საუკეთესო მოთამაშეს ”ოქროს ბურთით” 1956 წლიდან აჯილდოვებს. 2010-15 წლებში ”ოქროს ბურთი” ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზთან იყო გაერთიანებული, თუმცა ამის შემდეგ ”ფრანს ფუტბოლი” და მსოფლიო ფეხბურთის ფედერაცია თავიანთ პრიზებს ცალ-ცალკე გასცემენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები