LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

30 სექტემბერს „სუხიშვილები“ საქველმოქმედო კონცერტს მართავენ

55

30 სექტემბერს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, ანსამბლი „სუხიშვილები“ ქველმოქმედებისთვის იცეკვებს. თენგიზ სუხიშვილის სახელობის საქველმოქმედო ფონდი და „პირველი ნაბიჯი – საქართველო“, მერიის ხელშეწყობით წარმოგიდგენთ ამ ღონისძიებას. კონცერტი მძიმე და ღრმა ინტელექტუალური შეფერხების მქონე ბავშვებისა და მოზარდების მხარდასაჭერად იმართება. შემოსული თანხა მოხმარდება მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მომსახურების მიღებას, რომელიც ერთადერთია თბილისში და მას „პირველი ნაბიჯი – საქართველო“ უზრუნველყოფს.

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ საიტზე tkt.ge.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები