LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

30 წლამდე დაშვებული გამოუსწორებელი შეცდომები

204

ახალგაზრდები ხშირად უშვებენ შეცდომებს, რომელთაც ზრდასრულ ასაკში ნანობენ. გაითვალისწინეთ ჩვენს მიერ შემოთავაზებული ნუსხა და დაიცავით თავი გამოუსწორებელი შეცდომებისგან.

* საკუთარი ჯანმრთელობის არაფრად ჩაგდება

ჯანმრთელობა ყოველთვის პრიორიტეტული უნდა იყოს. ადეკვატური ადამიანი საკუთარ ჯანმრთელობაზე ყოველდღე ზრუნავდეს, რაც არც ისე რთულია – საჭიროა უარი თქვათ თამბაქოს, ალკოჰოლის მოხმარებაზე და რაც შეიძლება მეტი დრო დაუთმოთ სპორტს.

* უმიზნოდ ცხოვრება

ადამიანები ხშირად ცხოვრობენ მიზნის გარეშე და მხოლოდ ყოველდღიური საქმეებით კმაყოფილდებიან. არადა, შეუძლებელია „მწვერვალების დაპყრობა“, როცა არ არსებობს კონკრეტული მიზანი. 30 წელი – ოპტიმალური ასაკია ჩამოყალიბდეთ, რა გსურთ სინამდვილეში.

* ერთიდაიგივე შეცდომის გამეორება

ახალგაზრდების უმეტესობა თითქმის არასდროს სწავლობს საკუთარ შეცდომებზე. თუ დროულად არ დაიწყებთ ცხოვრების კორექტირებას და დაშვებული შეცდომების გათვალისწინებას, 40 წლის ასაკში აბსოლუტურად გაგიცრუვდებათ იმედი და ძალიანაც რომ მოინდომოთ ვერაფერს შეცვლით.

* პირადი ცხოვრების უგულველყოვა

ასაკის მატებასთან ერთად სულ უფრო გაგიჭირდებათ პირადი ცხოვრების მოწყობა. მართალია, კარიერაზე ზრუნვა ცუდი არაა, მაგრამ მარტო დარჩენილს, გული დაგწყდებათ, რომ თავის დროზე სიყვარულისთვის ვერ მოიცალეთ.

* ფულზე ხელის ჩაქნევა

ბიუჯეტის დაგეგმვა მოსაწყენი, მაგრამ აუცილებელი საქმიანობაა. თანამედროვე ცხოვრება ისე სწრაფად იცვლება, რომ ნებისმიერ საღად მოაზროვნე ადამიანს სჭირდება „შავი დღისთვის“ გადანახული თანხა.

* ზღვარგადასული დროსტარება

დროსტარება და ღამის ცხოვრება სასიამოვნო საქმიანობაა, მაგრამ სარგებელი ნაკლებად მოაქვს. თავი დაანებეთ კლუბებსა და წვეულებებზე ისე სიარულს, როგორც სამსახურში, თორემ სამსახურთან ერთად, საკუთარ ცხოვრებასაც დაკარგავთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები